აზერბაიჯანის საზღვართან ჩარჩენილ ქართველ მძღოლებს სამშობლოში არ უშვებენ

  • ალია
  • 23 მაისი 17:16

უკვე მეხუთე დღეა, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე შეჩერებული მძღოლები გზის გაგარძლებას უშედეგოდ ელოდებიან.

ისინი ამბობენ, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე, დაახლოებით 15 ტრაილერია შეჩერებული და მათ გზის გაგარძლებების უფლებას არ აძლევენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მათ გაჩერების მიზეზს არ უხსნიან. მძღოლებს კი საწვავისა და საკვების მარაგი ეწურებათ და დახმარებას ითხოვენ.


“იხოცებიან ეს ბიჭები, საკვები და ფული აღარ აქვთ. ხუთ დღეს არ ვიფიქრებდით… საქმის კურსშია ყველა ინსტანცია ვისაც ეხება”, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

წყარო: ალია