ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე - 2 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა

  • pia.ge
  • 1 ნოემბერი 22:37

მარნეული - სადახლოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. 

როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისას უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც 2-ან მეტი ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მათივე ცნობით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge