"პირბადით სიარული და დისტანციის დაცვაც ისეთივე სისულელეა როგორც კომენდანტის საათი"

  • 23 მაისი 16:06

ტელეკომპანია „კავკასიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს კორონავირუსის გამო საქართველოში დაწესებული აკრძალვების შესახებ.

 

"უგუნური შეზღუდვების მთავარი მავნებლობა სწორედ ის არის, რომ რეალური საფრთხის პროფანაციას ახდენს. ვის დააჯერებ ახლა, რომ პირბადით სიარული და დისტანციის დაცვაც ისეთივე სისულელე არ არის, როგორც კომენდანტის საათი და მანქანებზე დაწესებული შეზღუდვები."- წერს ჟურნალისტი.