„არასდროს დამიჯერებია ჭორების, რომ ძმებმა გაჩეჩილაძეებმა ღალატი ჩაიდინეს, პირიქით…“

  • ალია
  • 23 მაისი 16:03

გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებსდა წერს, რომ არასდროს დაუჯერებია ძმები გაჩეჩილაძეების ღალატის შესახებ.

 

 

„არასდროს დამიჯერებია ჭორების, რომ ძმებმა გაჩეჩილაძეებმა ღალატი ჩაიდინეს. პირიქით, სულ მჯეროდა, რომ ისინი, თითქმის, ყველამ გაყიდა და ზოგადად, სააკაშვილი თუ მოგიგებს ნაძირალა ჭკუითა და არამზადობით, ეს ადამიანური მინუსი კი არა, პლიუსია. გულწრფელები მეჩვენებოდნენ, თორემ არც სიახლოვე მაკავშირებს და საერთოდ, არავითარი ურთიერთობა არ მაქვს, გარდა გამარჯობა-გაგიმარჯოსი.



ახლა ხომ ზუსტად ვიცი, რომ არ ვცდებოდი. დღეს რომ ე.წ. ოპოზიციურ მაგიდასთან სვავები იკრიბებიან, უკლებლივ ყველა ეხვია გარს მაშინ ამ ძმებს, აი, ამ ყველაფრის მკადრებელი ხალხის ხელში იყვნენ. მიდი აბა და ნუ დაუშვებ შეცდომას. ჩემი აზრით, კიდევ კარგად გადარჩნენ.



იმან გამახსენა, რომ „უცნობის“ გადაცემას ვუყურე, დათო მაღრაძე ჰყავდა.
წარმატებები ,,უცნობს“!“- წერს შარაძე.


 

წყარო: ალია