ელიავას ბაზრობის თანამშრომლები მაღაზიების გახსნას ითხოვენ

  • ალია
  • 23 მაისი 15:54

ელიავას ბაზრობის თანამშრომლებმა ბაზრობის ტერიტორიაზე აქცია გამართეს. ისინი სავაჭრო სივრცის გახსნას ითხოვენ - ამის შესახებ ინფორმაციას "ალია" ავრცელებს.

ელიავას ბაზრობის თანამშრომლები ყვებიან, რომ სამთვიანი შეზღუდვის პირობებში შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ახლა სამუშაოს დაუყოვნებლივ გაგრძელებას ითხოვენ.


ბაზრობის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი მაღაზიები ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს, თუმცა ამის მიუხედავად მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით ბაზრობის ადმინისტრაციიდან პასუხს ვერ იღებენ. მოთხოვნის შესრულებლობის შემთხვევაში, მოვაჭრეები მასშტაბური აქციის ჩატარებას აანონსებენ.


“მოგვცენ უფლება გავაღოთ მაღაზიები, გავაგრძელოთ ჩვეულებრივად მუშაობა. გვაქვს ბანკები, ყველას ოჯახი გვყავს. პასუხი არ ვიცით როდის და როგორ იქნება. თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, სხვანაირად მოვითხოვთ ყველაფერს”, – ამბობს ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი თანამშრომელი.

წყარო: ალია