როდის არის საჭირო გათხოვება?

  • intermedia.ge
  • 23 მაისი 12:50

ისეთი სერიოზული ნაბიჯის, როგორიცაა, როგორ ავუბნიოთ მამაკაცს ტვინი, რომ მისგან „ბატონი“ მივიღოთ, მთელი 4 მიზეზი არსებობს ცხოვრებაში.

რა თქმა უნდა, ქალებისთვის ცოლ-ქმრული ცხოვრება - ეს პირველ რიგში, ცნობისმოყვარეობაა, რომელიც არაა საფუძველს მოკლებული.


ვერავინ ვერასოდეს დაარწმუნებს ქალს, რომელიც პირველად იგემებს ფატის გემოს, რომ ქორწინების სახლიდან სამუდამოდ ქრება ყოველგვარი რომანტიკა, ინტრიგები მიიღებენ ამ სიტყვის სრულ მნიშვნელობას, მხოლოდ დარჩება პრობლემები და იშვიათად სასიამოვნო შეგრძნებები. მაგრამ ცნობისმოყვარეობა რჩება ცნობისმოყვარეობად და ბოლოს და ბოლოს თითქმის ყოველი ქალი ვიღაცას გააბედნიერებს, თუ, რა თქმა უნდა, მოინდომებს – კაცები ყველას ეყოფა!


რჩება მთავარი კითხვა: - მაინც რა უბიძგებთ ქალებს ამ გადამწყვეტი, ზოგჯერ კი სრულიად დაუფიქრებელი საქციელისკენ, რომ მთლიანად დაუთმონ თავი სრულიად უცხო მამაკაცს?


პირველ რიგში: - სიყვარული. აქ არავითარი ახსნა–განმარტება არაა საჭირო. სიყვარული – ამით ყველაფერია ნათქვამი. ამასვე უნდა მივაკუთვნოთ ის შემთხვევაც, როცა ახალგაზრდა ქალიშვილს სთხოვს ცოლობას; ქალიშვილს მაინცდამაინც არ უნდა გათხოვება, მაგრამ უარის თქმა ეუხერხულება, ვაითუ ეს პირველი და უკანასკ-ნელი შემთხვევაა?



მეორე შემთხვევა: - გამოუვალი მდგომარეობა. ქალები, რომლებმაც არ იჩქარეს ახალგაზრდების მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე ეთქვათ თანხმობა. ბავშვობაში ბევრი იკითხეს ზღაპრები და ელოდნენ თეთრ ცხენზე ამხედრებულ უფლისწულებს, რომლებიც აი ეს ეს არის მიმოფანტავენ ადგილობრივ თაყვანისმცემლებს, ერთი ნახვით მოაჯადოებენ მათ, შემოისვამენ ცხენზე და გააქანებენ არავინ იცის სად... მაგრამ არ გამოჩნდა ნანატრი უფლისწული. ალბათ ცხენი გახდა ავად!!! მშობლები აღშფოთებულები არიან, მეზობლები ინტერესდებიან, მეგობრები თანაუგრძნობენ. მორჩა, უკვე დროა! უფლის-წულზე თუ არა, თანაკლასელზე მაინც უნდა გათხოვდეს, რომელსაც ადრე მხოლოდ გვარით თუ იცნობდა. სევდიანი სურათია, მაგრამ საკმაოდ ხშირად გვხვდება.


ძველი ტრადიციისამებრ, ქალბატონების წინაშე მიღებულია ქუდის მოხდა და თუ მართლაც ღირს ამის გაკეთება იმ ქალბატონების მიმართ, რომლებიც მესამე კატეგორიაში მოექცნენ. კერძოდ, მათთვის, ვისთვისაც ქორწინება – ესაა არსებობა. ესენი არიან: ქალები–სტრატეგები, ქალები –„მსახიობები“, ქალები ცივი და ანგარებიანი გულით. დიახ, ლაპარაკია მათზე, ვისთვისაც სიყვარული – დიაგნოზია და ისინი ამით არ განიცდიან. მათთვის მამაკაცი ხიდია, რომლის გავლითაც ისინი იოლად გადალახავენ არამშვიდ, აბობოქრებულ მდინარეს, სახელწოდებით „ცხოვრება“.


სამართლიანია, რომ ითქვას: იმისათვის, რომ გქონდეს უფლება „ანგარებიან ქორწინებაზე“, რკინის ლოგიკისა და არტისტული მონაცემების გარდა, ყოველ ქალბატონს უნდა ჰქონდეს გარეგნული მონაცემები, მიახლოებული მიღებულ მსოფლიო სტანდარტებთან და ეს გასაგებიცაა, რადგან ახალგაზრდას „მობილურით“ არ სჭირდება შინამოსამსახურე სამზარეულოში. მათ სურთ გრძელფეხება თოჯინა, რომლის გაყვანაც „მაღალ საზოგადოებაში“ არ შერცხვებათ.


ქალი, რომელიც ირჩევს ანგარებით ქორწინებას, ესმის, რომ ერთდროულად რამდენიმე კურდღელს კლავს: თხოვდება, უზრუნველყოფს საკუთარი თავის არსებობას და თავისუფლდება მძიმე ქალური სამუშაოსაგან.


 

სრული ვერსიის ნახვა intermedia.ge