რა უნდა გააკეთოს ივანიშვილმა? – “მას შეუძლია მოიშოროს “გადამგდების” სახელიც და ყველა სხვა ცუდი სახელიც”

  • ალია
  • 23 მაისი 10:53

„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსტიტუციონალისტი ვალერიან ხაბურძანია.

"დაიჯესტი" გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან.

" - თქვენ ფიქრობთ, დაახლოებით იმ ზღვარზეა ახლა ივანიშვილიც, რა ზღვარზეც 2003 წელს იყო შევარდნაძე და ასეა?


- ნამდვილად მასეა, ნამდვილად. მაგ ზღვარზეა ზუსტად მისული. დღევანდელი რეიტინგი, ის, რომ კორონავირუსის გამო მთავრობამ ეფექტურობა აჩვენა, თუნდაც შედარებითი – „შეწყალებით“ ეს რეიტინგი უკვე განახევრდა, თავისივე მომხრეები დაკარგეს… თუ მაინც აქამდე უნდა მისულიყავი, თუ ამას წინასწარ ვერ თვლი პოლიტიკოსი, ძალიან ცუდია… წინა დღით, პარლამენტის თავმჯდომარე, თალაკვაძე, გამოდის და ამბობს, არავითარი ასეთი მოლაპარაკება არ ყოფილა, რამდენიმე ჩერჩეტი კონგრესმენის წაბოდიალება არაფერს ნიშნავსო. ახლა გამოხტნენ და აბრალებენ სალომეს, სალომეს ცალკე ფენომენია, მაგრამ რა სინდისს-ნამუსით აბრალებენ მას, საინტერესოა.


– თქვენი პოზიცია ემთხვევა ოპოზიციის და და დასავლეთის პოზიციას, არადა, თქვენ პრორუსს გეძახიან, ხო?


– სამწუხაროდ ეს სიბნელე აქვს ქართულ პოლიტიკას და ქართულ საზოგადოებას. ძალად მედავსალეთეობა და სისულელეები. მე რა პოზიციაც მაქვს გამოხატული, მთლიანად ემთხვევა ხო ოპოზიციის და დასავლეთის პოზიციას? ახლა არა ვარ პრორუსი? გამოვა ახლა კობახიძე და იტყვის, პრორუსი ხაბურძანიას პოზიცია მთლიანად ემთხვევა ოპოზიციის პოზიციას და ოპოზიციაც არის პრორუსიო… მეტის სათქმელად ტვინი არ ეყოფა!


– რა უნდა გააკეთოს ივანიშვილმა? კარგი, დავუშვათ, გააგრძელებს შეზღუდვებს და აკრძალავს მანიფესტის უფლებას – რას მისცემს მერე ეს?


– ეგ შეზღუდვები იქნება უკვე დამატებითი სისულელე კი არა, დამატებითი დანაშაული. რა უნდა გააკეთოს ივანიშვილმა? – ბევრი არაფერი, სიმართლე რომ გითხრათ. ივანიშვილს აქვს იმის საშუალება, რომ კონკრეტული ეკონომიკური ძვრები შექმნას. რასაც მე ვაკვირდები, მისი ბიზნესი საქართველოში, ეს არის მშენებლობა იმ შენობების, რომელთა დანიშნულება არის ძირითადად ტურისტზე გათვლილი. გასაგებად რომ ავხსნა, მაგალითად რომელიმე ამერიკული კორპორაციის ქარხანა რომ გაეკეთებინა და უბრალოდ ქართველებს ქანჩები მოეჭირათ აქ, აი, ამ ტიპის ქარხანა რომ გაეკეთებინა, ამის ეფექტი იქნებოდა ათასჯერ მეტი, ვიდრე მთელი მთავრობისა და გახარიას მცდელობა. საქართველოს უბედურება, მთელი ისტორიის მანძილზე არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი არ ჰყოლია, არადა პირველი ფიგურა უნდა იყოს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავამ, რომელიც ჩემი დროის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, თქვა, რომ უი, შანსი გაგვიჩნდა ეხლაო, რომ ჩინეთიდან გადიან ამერიკული კორპორაციები და ისინი აქ შემოვიყვანოთო. აქ ვერავინ ვერ შემოიყვანს ვერც ერთ კორპორაციას იმიტომ, რომ სამწუხაროდ ჩვენ არც გვაქვს არც ჩინური კვალიფიკაცია, არც ჩინური მუყაითობა. ამას უნდა პროტექციონიზმი, არამარტო სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ცალკეული ინვესტორების მხრიდან, რომლებიც პირადი ურთიერთობების, ან საკუთარი ფულის გარისკვით ჩადგებიან, ასე ვთქვათ, თავდებად.


 


 
წყარო: ალია