“აბსოლუტური ძალაუფლება, აბსოლუტურად ა@ლევებს”

  • ალია
  • 23 მაისი 10:13

იურისტი დავით მარდალეიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტარი დიდმიტრი ხუნდაძის შესახებ წწერს. მისი თქმით, ხუნდაძე მედიცის სფეროში დილეტანტია. 

"ამ ხუნდაძემ, ბოლო-ბოლო, აუშვა აფრები…


მედიცინას რომ საკაცით მორბენალი სანიტრის დონეზე იცნობს, ეს დაამტკიცა. ახლა, დღეს, @ლეობების ლაპარაკში ჩაატარა მასტერ-კლასი:


“ავტომობილს, ხშირად, ერთი მძღოლი მართავს, რომელიც როგორც წესი, წინ ზის ხოლმეო”…
როგორი წინდახედული კაცია, ეს ჩემისა – ანუ, ძალიან კარგად იცის, რომ ავტომობილს ერთი კაცი მართავს, მაგრამ შარი რომ ვერ მოვდოთ, “ხშირადო”, ხედავთ?!


რა შემთხვევები გათვალა, ნახეთ: როდესაც მძღოლს ბავშვი უზის კალთაში, უკვე ორი მძღოლია; ანდა მძღოლს რომ მანქანას ართმევენ და საჭეზე ეჯაჯგურებიან (ფილმებშია, ხშირად), 2-3 მძღოლი გამოვა; ანდა, საერთოდ, გაფუჭებულ მანქანაში, 3-4 პატარა რომაა ჩაბღაუჭებული საჭეს და ერთად ატრიალებს; ბოლოსდაბოლოს, ყველაზე ნაღდი ვარიანტი – თვითმფრინავს ხომ ორი მძღოლი მართავს?! (იხ. “მიმინო”) შესაბამისად, თუკი მანქანა ფანტომასს ეკუთვნის, მასაც ორი მძღოლი ეყოლება, როცა გაფრინდება..


ყველაფერი უნდა გათვალოს დეპუტატმა, მათ შორის, ისიც, რომ მძღოლი შეიძლება, უკან დაჯდეს. არა, ხუნდაძემ, რა თქმა უნდა, ჩვენზე უკეთ იცის, რომ მძღოლი, “როგორც წესი”, წინ ზის ხოლმე, მაგრამ ვაიდა, იური “დოლგორუკს” ეკუთვნის მანქანა?! მაშინ, ხომ შეუძლია, საერთოდ, “ბაგაჟნიკიდან” მართოს?!
მოკლედ, დასკვნა ერთია: ძალაუფლება ა@ლევებს! აბსოლუტური ძალაუფლება, აბსოლუტურად.


ა@ლევებს!


“წითელი მზე, შავი ზღვა, ზღვაზე თეთრი აფრები…” ოპაააააააა…”- წერს იურისტი.


 
 


 
წყარო: ალია