კაცი სხვის ბინაში შეიჭრა, ჭამა, დალია და ბინის პატრონებს ეჩხუბა

  • resonancedaily.com
  • 23 მაისი 09:51

რუსთავში, VII მიკრო-რაიონში ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში უცნობი მამაკაცი შეიჭრა.

ოჯახის წევრები „ინფორუსთავთან“ დეტალურად საუბრობს თუ რა მოხდა: 


"ვიკითხე ვინ ხართ თქო და მეზობელი ვარო. ითხოვა შემოსვლა, ბინაში საჭმელს მივირთმევდით და შევიპატიჟეთ. მოითხოვა დალევა, თუმცა არც მანამდე ჩანდა ფხიზელი. საუბარი კამათში გადაიზარდა, ბოლოს კი ჩხუბით დასრულდა", - განაცხადა ქალმა.


ადგილზე გამოიძახეს კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულებს პირველადი დახმარება ეკიპაჟში აღმოუიჩინეს, მათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com