ამირან გამყრელიძე მოსახლეობას: ჯერჯერობით, 10- კაციანი ქორწილების გადახდას შევძლებთ

  • 23 მაისი 00:00

„ქორწილის გადახდას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10-კაციანს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ისი თქმით, სანამ ეპიდსიტუაცია არ მოგვცემს ამის საშუალებას, მანამდე დიდი ქორწილების გადახდისგან თავი უნდა შევიკავოთ.


„კორონავირუსმა კარგად გვასწავლა ხელების დაბანა, ხომ? მთელი ქვეყანა სადაც შედის ძალიან ხშირად სპირტიანი დეზინფექტორებით იმუშავებენ ხელებს. ამასაც გვასწავლის, რომ ხანდახან ზღვარგადასული ბევრი ჩვენი კარგი ტრადიცია შევამსუბუქოთ“ ,-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


წყარო