„სასულიერო პირი ტყის ბიზნესს ეწეოდა... მანქანასთან თვითონ ჯდებოდა რადგან იცოდა, არ გააჩერებდნენ"

  • 22 მაისი 20:07

მამა ანდრია სარიას განცხადებით, საპატრიარქო სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას არასწორად განკარგავს და არის ფაქტებიც, როცა ტყეს კონკრეტული სასულიერო პირები საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად იყენებდნენ. 

„დიდი ხანია ეს საუბარი დაწყებულია ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, საპატრიარქო დაინტერესებულია ქონების ათვისებითა და მიღებით. უამრავი ფაქტი გამოჩნდა წლების განმავლობაში, როცა მიღებულ ქონებას არასწორად განკარგავდნენ ხოლმე. გადაცმული ქონების განმკარეგავი ხშირად სხვა პირები ხდებოდნენ. ვინმემ ჩაატარა მოკვლევა ამაზე? საპატრიაქროს როგორც სურს ისე განკარგავს ყველაფერს",- აღნიშნა მამა ანდრია სარიამ.


მისი თქმით, აუცილებელია, საპატრიარქოში შევიდეს აუდიტის სამსახური, რათა გაირკვეს, ვინ და როგორ განკარგავს ეკლესიის ქონებას. 


„ზოგიერთი სასულიერო პირი ძალიან ცუდად იყენებდა პრივილეგიებს. მე ვიცი ერთი სასულიერო პირი, რომელიც ტყის ბიზნესს ეწეოდა. ის თავად ჯდებოდა ავტომანქანა ურალზე, რადგან იცოდა რომ მას არ გააჩერებდნენ და ასე გაჰქონდაათ ხეები ტყიდან", - განაცხადა მამა ანდრია სარიამ "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას.