პარლამენტმა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე კანონპროექტი დაამტკიცა

  • pia.ge
  • 22 მაისი 16:21

პარლამენტმა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კერძოდ ცვლილება შედის "ტყის კოდექსის" თანმდევ "სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში".

ცვლილების თანახმად, კანონით განისაზღვრება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის (საქართველოს საპატრიარქო) ტყის ფართობების გადაცემის საკითხი.

კანონპროექტით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცემა ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები - თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.


"ამასთან, გადასაცემი ფართობი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ გამოყოფამ არ გამოიწვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრების დარღვევა. ეს ჩანაწერი ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების გამარტივებას, რადგან გადასაცემიფართობი იქნება დაზუსტებული წინასწარ, კანონის საფუძველზე. სახელმწიფო ტყის ნაწილი, რომლითაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს მიჩენის მიზნით, შესაძლებელია, საკუთრებაში გადაეცეს მას", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge