ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

  • pia.ge
  • 1 ნოემბერი 15:30

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით დაბარებულია "რუსთავი 2"- ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ამის შესახებ "პირველს" გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

"სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია", - აცხადებენ პროკურატურაში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge