22 მაისი ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 21 მაისი 23:48

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვი ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 
 

ვერძი



თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ისევე, როგორც ინტუიცია და შემოქმედებითი უნარები, იზრდება. ერიდეთ ამბიციურობას, დიდსულოვნება გამოიჩინეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ამ დღეს კარგი იქნება, თუკი ჩვეული საქმეების ცოტა ხნით რამეზე გადაერთვებით - მაგალითად სახლის დალაგებაზე



კურო



კარგი იქნება თუ დიეტაზე და აქტიურ ფიზიკურ ვარჯიშებზე იფიქრებთ. ეცადეთ თქვენი მოჭარბებული ენერგია რაციონალურად ხარჯოთ, თორემ მალე დაღლილობა და დეპრესია შეგიტევთ.



ტყუპები



თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და საკუთარ პროექტებში თანამოაზრეების ჩართვისთვის. თუ მოინდომებთ, წარმატებას ადვილად მიაღწევთ.



კირჩხიბი



შემოსავლების მხრივ კარგი დღეა. მომავალ კვირას დიდი და სასიამოვნო ცვლილებები გელით. ფრთხილად იყავით, ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება, ამიტომ ექსპერიმენტებს ერიდეთ და მხოლოდ ის საქმე აკეთეთ, რაც კარგად იცით.



ლომი



ხელსაყრელი დღეა დაგროვილ საქმეებთან გამკლავებისა და პოზიციების გამტკიცებისთვის. საღამოს კი აუცილებლად დაისვენეთ - ეს ზოგჯერ ლომებსაც კი გჭირდებათ! რისკთან დაკავშირებული კომერციული ოპერაცია მოგებას მოგიტანთ.



ქალწული



ყველაფერი კარგად იქნება, თუ ახლობელი ადამიანების მიმართ მეტ ყურადღებას გამოიჩენთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ეცადეთ არ გადაიღალოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.



სასწორი



ეს დღე მატერიალურ ზარალთან და პირად ცხოვრებაში წარუმატებლობასთან ასოცირდება. შესაძლოა, გარშემო მყოფი ადამიანების შუქმა და არაკეთილგანწყობამ გადამწყვეტი როლი შეასრულოს. ეცადეთ საკუთარი თავის მიმართ უფრო თვითკრიტიკული იყოთ და ცდუნებებს გაუძლოთ. გაითვალისწინეთ, რომ პირადული შეხვედრებისთვის არახელსაყრელი დღეა.



მორიელი



ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს მოხდეს რაღაც, რაც ძალიან დიდხანს დაგამახსოვრდებათ. დიდხანს ნუ იფიქრებთ და კოლეგების წინადადება მიიღეთ. გახსოვდეთ, ამ დღეს დაწყებული საქმე აუცილებლად წარმატებით დასრულდება.



მშვილდოსანი



ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის, რომელზეც დიდი ხნის ნაფიქრი გაქვთ. ეცადეთ მოზღვავებული ენერგია რაციონალურად დახარჯოთ და მეორეხარისხოვან საკითხებზე არ მოცდეთ.



თხის რქა



თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, ისევე, როგორც ინტუიცია და შემოქმედებითი უნარები, იზრდება. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი მოჩვენებითი ლოიალურობა მორცხვობად მიიჩნიოს და თქვენთვის საკუთარი მოვალეობების გადაბარება სცადოს.



მერწყული



ეცადეთ, თქვენს საქმეებში მთავარი და მეორეხარისხოვანი ერთმანეთისგან გაყოთ. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი იქნება, თუ მათ სიტყვებს სერიოზულად არ მიიღებთ.



თევზები



პრინციპების დაცვისა და პოზიციების გამტკიცების დღეა. იღბლის იმედად ნუ დარჩებით. მიზნის მისაღწევად მაქსიმალური ძალისხმევა გმართებთ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ.


 
სრული ვერსიის ნახვა funtime.ge