“ტრანსპორტი არ ამუშავდება – მაგრამ ეს შეზღუდვად არ მიიღოთ” – რამდენი თვე გაგრძელდება შეზღუდვები?

  • ალია
  • 21 მაისი 16:20

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე საუბრისას თქვა, რომ ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის.

 

 

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება.


ეს არ არის მხოლოდ საქართველოში. ეს არის მთელს მსოფლიოში. გვაქვს ახალი რეალობა, რომელიც არის კონცენტრირებული და ორიენტირებული COVID 19-ის კონტროლზე და მექანიზმებზე. ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც შეზღუდვა, ეს არის ხელშეწყობა იმისა, რომ ქვეყანაში არ გვქონდეს ეპიდაფეთქება ხელახალი და ქვეყანაში რაც შეიძლება დაბალი იყოს დაავადებულთა რაოდენობა. შესაბამისად, ამის მენეჯმენტიც იყოს ადეკვატური. ეს არის ყველა ნაბიჯი, რომელიც ქმნის საშუალებას, რომ როგორც სწრაფად, ოპერატიულად და შედეგიანად შევძელით COVID 19-ის მართვა, ასევე სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ ჩვენი ეკონომიკის გახსნა და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. მაგრამ ეს ჩვეულებრივი რეჟიმი იქნება განსხვავებული რეჟიმი, რომლის გათვალისწინებაც ყველას მოუწევს“- განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.


 

წყარო: ალია