გამყრელიძე: მეორე-მესამე ტალღაზე პროგნოზრებს ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა

  • pia.ge
  • 20 მაისი 20:16

"ამის ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა", - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კითხვას, რომელიც კორონავირუსის მეორე შესაძლო ტალღას უკავშირდებოდა.

გამყრელიძის თქმით, ქვეყნები და ჯანდაცვის სისტემა განსაკუთრებულ მზადყოფნის რეჟიმში უნდა იყვნენ.


"ერთადერთი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, სამედიცინო, ჯანდაცვის სისტემამ და მთლიანად ქვეყნებმა, უნდა მოვემზადოთ, ანუ მზადყოფნის რეჟიმი კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე იყო პირველი ტალღის დროს, რათა ნაკლები დაზიანებით გამოვიდნენ ქვეყნები, თუ იქნა მეორე და მესამე ტალღა. ამიტომ ხაზს ვუსვამ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა, მთლიანად ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს. ქვეყნებში უნდა იყოს უფრო მეტი მზადყოფნა", - აღნიშნა გამყრელიძემ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge