გაიცანით საკუთარი თავი უკეთესად

  • თბილისელები
  • 20 მაისი 17:32

ამ ტესტით საკუთარ თავზე ძალიან საინტერესო სიახლეებს გაიგებთ. მთავარია, დიდხანს არ იფიქროთ, გახსოვდეთ, რომ საუკეთესო პასუხია ის, რაც პირველად მოგივათ თავში. სხვათა შორის, ტესტი და კითხვები შედგენილია ძველი ტიბეტური სწავლების მიხედვით.

1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინაშეა ხუთი ცხოველი: ძროხა, ვეფხვი, ცხვარი, ცხენი, გოჭი. დაალაგეთ ისინი ნებისმიერი თანამიმდევრობით, თქვენი სურვილის მიხედვით.


2. თითო სიტყვით გამოხატეთ, რასთან ასოცირდება თქვენთვის თითოეული ამ ჩამონათვალიდან: ძაღლი, კატა, ვირთხა, ყავა, ზღვა.


3. იფიქრეთ იმ ხუთ ადამიანზე, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. თითოეულს შეუსაბამეთ ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი ფერებიდან: ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, თეთრი, მწვანე.
ტესტი გავლილია!


ახლა კი ვნახოთ ტესტის შედეგები:


1. პირველ კითხვაზე პასუხით თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები განისაზღვრება:


ძროხა კარიერას ნიშნავს.


ვეფხვი საკუთარი ღირსების გრძნობაა.


ცხვარი სიყვარულია.


ცხენი ოჯახს ნიშნავს.


გოჭი ფულის სიმბოლოა.


როგორი თანამიმდევრობაც შეარჩიეთ, ცხოვრებაში ისეთი თანმიმდევრობით გაქვთ დალაგებული პრიორიტეტები.


2. რაც შეეხება მეორე შეკითხვას. ის მთლიანად თქვენს პიროვნულ „მეს“ უკავშირდება. ზუსტად იმ სიტყვით შეაფასეთ ის, რა სიტყვაც მიუსადაგეთ ასოციაციურად:


ასოციაცია ძაღლთან გულისხმობს თქვენ საკუთარ პიროვნებას.


ასოციაცია კატასთან გულისხმობს თქვენი პარტნიორის პიროვნებას – ანუ, როგორადაც ხედავთ მას.


თქვენი ასოციაცია ვირთხასთან გულისხმობს თქვენს მტრებს – როგორც წარმოგიდგენიათ ისინი.


ასოციაცია ყავასთან გულისხმობს თქვენ დამოკიდებულებას სექსის მიმართ.


თქვენი ასოციაცია ზღვასთან გულისხმობს თქვენს პირად ცხოვრებას.


3. გაშიფრეთ ფერები, რომელიც აირჩიეთ თქვენი ცხოვრების 5 მნიშვნელოვანი ადამიანისთვის:


ყვითელია ადამიანი, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ და რომელმაც ძლიერი გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე.


ნარინჯისფერია ადამიანი, რომელიც თქვენთვის ნამდვილი მეგობარია.


წითელია ადამიანი, რომელიც გულწრფელად გიყვართ.


თეთრი ადამიანი თქვენი მონათესავე სულია.


მწვანე - ეს ის ადამიანია, ვინც მთელი ცხოვრება თქვენ გვერდით იქნება.

წყარო: თბილისელები