რჩევები კაცებს: ამ რჩევებს ხუთ წუთში მეუღლესთან ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეუძლია

  • 20 მაისი 16:39

„საუდის არაბეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა მეცნიერმა და მქადაგებელმა, შეიხ აიდა ალ-კარნიმ მამაკაცებს ოჯახური კონფლიქტების დარეგულირების საიდუმლოება გაუზიარა.

სწორედ ამ ავტორს ეკუთვნის წიგნი – „ნუ მოიწყენ“, რომელიც მსოფლიოში საკმაოდ მოკლე დროში გახდა ბესტსელერი – ის 30 ენაზე ითარგმნა, ხოლო წიგნის საერთო ტირაჟმა 10 მილიონს გადააჭარბა.


შეიხ ალ-კარნიმ თავისი უნიკალური მეთოდის შესახებ, რომელსაც სულ რაღაც, ხუთ წუთში მეუღლესთან ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეუძლია, მუსლიმ აუდიტორიასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ამ თემაზეც ისაუბრა.


„დიდი აღმოჩენების გაკეთება არა მხოლოდ აინშტაინსა და ნიუტონს, არამედ აღმოსავლეთსაც შეუძლია, – თქვა მან, – აიშნტაინმა თუ „ფარდობითობის თეორია“ წამოაყენა, აღმოჩენა მეც გავაკეთე. მას „ოჯახური ცხოვრების სასწაულმოქმედი საშუალება“ ჰქვია და სულ მალე ამ მეთოდის გამოყენება მრავალი წყვილისთვის ოჯახური ბედნიერების საწინდარი გახდება. მეთოდი მამაკაცებისთვისაა, თუმცა არც ქალებისთვის იქნებოდა ურიგო:


1. მეუღლესთან კამათისას, ეცადეთ, უხეშად არ უპასუხოთ, რათა თქვენი მაღალი საუბრის ტონითა და მუქარით კიდევ უფრო მეტად არ შეაშინოთ. ნუ ეტყვით მას ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: მოკეტე რა, შენ ცდები...


2. მას საკუთარი განცდების ბოლომდე გამოხატვა სჭირდება, მიეცით ამის საშუალება. ამ დროს, ნუ იქნებით ტელევიზორს, კომპიუტერს მიშტერებული, არ უნდა იგრძნოს, რომ თქვენ მას ყურადღებას არ აქცევთ.


3. დაუთმეთ მას. საუბრის მომენტში მშვიდად დახარეთ თავი და იჯექით თქვენთვის წყნარად. მართალიც რომ იყოთ, არავითარ შემთხვევაში არ შეეპასუხოთ, სიმართლის მტკიცების დროც მოვა.


4. უთხარით: რა თქმა უნდა, შენ მართალი ხარ, ვინანიებ ჩემს საქციელს და გპირდები, რომ ეს აღარასდროს განმეორედება.


5. სთხოვეთ მას პატიება. გახსოვდეთ, ქალი ყოველთვის უფრო ემოციურია, ვინაიდან მას გრძნობები განაგებს, თუმცა, როგორც წესი, ის მამაკაცთან შედარებით ბევრად გულმოწყალეა.


ქალი მუდმივად ზრუნავს თავის ახლობლებზე და ცდილობს, მათ კომფორტული გარემო შეუქმნას. თავის მეუღლეს სულიერ სითბოს სჩუქნის. ზრუნავს და უვლის მას. ამიტომ, თქვენი მეუღლის წინაშე დათმეთ პოზიციები და მასთან კამათს ნურასდროს შეეცდებით.


წყარო