ჭყონდიდის ეპარქიაში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში სასულიერო პირები და მრევლი იკრიბება

  • pia.ge
  • 31 ოქტომბერი 18:25

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის ტაძრის ეზოში სასულიერო პირები და მრევლი იკრიბება.

 

 

ისინი ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უცხადებენ. 


სასულიერო პირები და მრევლი ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მეუფე პეტრეს მიერ საპატრიარქოში არსებული ცოდვების მხილების გამო მიიღეს.


ისინი ასევე ამბობენ, რომ მოითხოვენ იმ მუხლის გასაჯაროვებას, რის საფუძველზეც მეუფე პეტრე გადააყენეს.


ისინი გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და მათი ნაწილი ამბობს, რომ ახალ მეუფეს არ მიიღებენ, რადგან მათი მეუფე პეტრეა.


ცნობისთვის, ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს დღეს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მღვდელმთავრის წოდება ჩამოერთვა.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge