„1992 წლის 20 მაისს ჯავა-ცხინვალის გზაზე სატვირთო ავტომანქანა დაცხრილეს, რის შედეგადავ 33 ეთნიკურად ოსი მოქალაქე დაიღუპა“

  • facebook.com
  • 20 მაისი 11:49

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 1992 წელს ძარაში მომხდარ ტრაგედიას იხსენებს და სახელმწიფოსთვის მომხდარი ამბის გამოძიების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მისივე თქმით, დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ, დაისაჯონ და დაღუპულების ახლობლებს პასუხი უნდა გაეცეთ.


„ძარის ტრაგედია/The Zar tragedy/Зарская трагедия


1992 წლის 20 მაისს ჯავა-ცხინვალის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სატვირთო ავტომანქანა დაცხრილეს, რის შედეგადავ 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ქალები და ბავშვები, 16 ადამიანი კი, დაშავდა. სატვირთო ავტომანქანით ეთნიკური ოსი მოქალაქეები ჩრდილოეთ ოსეთში მიდიოდნენ.


რა მოხდა ან ვინ გაუხსნა ცეცხლი ხალხით სავსე მანქანას, გამოძიება დღემდე არ ჩატარებულა. ისევე როგორც არაერთი დანაშაული 90-იანი წლების არ გამოძიებულა. დაღუპული ადამიანების ახლობლები დღემდე ითხოვენ პასუხს.


თუ გვინდა რომ სახელმწიფო ვიყოთ, ეს ტრაგედია უნდა გამოვიძიოთ და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ!


ისევ როგორც უნდა დაისაჯოს მსგავსი და სხვა დანაშაულისთვის, ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და სხვათა მკვლელობებისთვის ყველა დამნაშავე.
დამნაშავეს ეროვნება არ აქვს.


სამარადისო ხსოვნა ყველა გარდაცვლილს!“, - წერს ნანუაშვილი.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com