სინოდის სენსაციური გადაწყვეტილება - დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან უშუამდგომლებენ

  • pia.ge
  • 31 ოქტომბერი 14:14

სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ მამა გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალების საკითხე უშუამდგომლებენ. 

ამის შესახებ  მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს სინოდის სხდომის შემდეგ განუცხადა.


ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძის მკვლელობის მომზადების მუხლით ბრალი 2017 წლის თებერვალში წაუყენეს. მოგვიანებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიების ინფორმაციით მას ბრალად ედებოდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით. თითქმის 9 თვიანი სასამართლო სხდომები მედიისთვის დახურული იყო.


დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლები, მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირები და ის ადამიანები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზის დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზს 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge