„თქვენი შეცდომები მსოფლიოს ძვირად დაუჯდა“ - დონალდ ტრამპმა ჯანმოს ულტიმატუმი წაუყენა

  • 19 მაისი 09:27

წერილის ტექსტი თეთრი სახლის მეთაურმა Twitte-ში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს ტედროს გებრეიესუსს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აფრთხილებს, რომ თუკი არ მისცემს გარანტიას, რომ 30 დღის განმავლობაში გაატარებს ვაშინგტონის მიერ მოთხოვნილ რეფორმებს,  აშშ საბოლოოდ შეწყვეტს ორგანიზაციის დაფინანსებას და გადახედავს ჯანმოში წევრობის საკითხსაც.

წერილის ტექსტი ტრამპმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

როგორც აშშ-ს ადმინისტრაცია იუწყება, მათი ბევრი შიში და ვარაუდი გამართლდა კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანმოს მოქმედებების გამოძიებისას, განსაკუთრებით კი - ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ხარისხი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა აჩვენოს, რომ არ იმყოფება ჩინეთის გავლენის ქვეშ; ასევე - ოპერატიულად გაატაროს რეფორმები.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯანმოს ხელმძღვანელობის მიერ პანდემიასთან დაკავშირებით არაერთხელ დაშვებული შეცდომები მსოფლიოს ძვირად უჯდება.