პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა

  • pia.ge
  • 30 ოქტომბერი 12:29

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა.

ამის შესახებ მერმა საზოგადოებას დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აცნობა.


"მოგეხსენებათ, პარკიერების წესის დარღვევისთვის ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. ჩვენ მივმართეთ პარლამენტს თხოვნით, რომ ყოფილიყო მხარდაჭერა და გავეძვირებინა დარღვევებზე ჯარიმა და გუშინ უკვე პარლამენტმა გაზარდა ჯარიმა და გახდა 50 ლარი",- განაცხადა კახა კალაძემ. 


მისი თქმით, ცვლილება ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge