კაბუმ და მასტერმა სიმღერა ჩაწერეს

  • თბილისელები
  • 13 მაისი 16:17

რეპერიმა მასტერმა და კაბუმ კარანტინში ყოფნისას სიმღერა ჩაწერეს, მალე კლიპსაც გადაირებენ და ქართველი მსმენელი კაბუს მონატრებიულს ხმას გაიგონებს.

როგორც მასტერი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს მუდმივად ახალი საქმის კეთების სურვილი აქვს და იზოლაციაში ყოფნას ვერც კი გრძნობს:


– გავიგე, კაბუსთანაც ჩაწერე სიმღერა და კლიპის გადაღებას აპირებ. ის ახლახან დაბრუნდა უცხოეთიდან, ორი კვირა კარანტინში მოუწია ყოფნა და სად მოასწარით ერთობლივად მუშაობა?


– კაბუ ახლახანს ჩამოვიდა და კარანტინიც გაიარა. ჩემი იდეა იყო. სიმღერა მე აქ ჩავწერე სტუდიაში, მან – ნიცაში, კლიპს კი ახლა გადავიღებთ. კარანტინში ყოფნისას მივწერე: ხომ იცი, კლიპი უნდა გადავიღო-მეთქი და ეგრევე დამთანხმდა, მცალია და აბა, რაო (იცინის). ასე რომ, სულ მალე, საქართველოში დაბრუნებულ კაბუსთან ერთად გადაღებულ კლიპსაც იხილავთ და დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ.


– დიდი ხანია, კაბუს ტრეკი არ გამოუშვია, მისი ხმა არ გაგვიგონია და ეს მისი ერთგვარი დაბრუნება იქნება ქართულ შოუ-ბიზნესში.


– დიახ, დიდი ხანია, მას სიმღერა არ ჩაუწერია, ტრეკი არ გამოუშვია და ჩემთან დუეტზე დავითანხმე. ფიზიკურად ვერ ვძლებ, ახალი რომ არ დავწერო. თუ სიმღერას ვერ ვწერ, „ლომკაში“ ვვარდები – ეს ჩემი ყველაზე ძლიერი „ნარკოტიკია“. ამ ჩემი „შემოტევების“ გამო კვირაში სამ სიმღერას რომ ვდებ, ხალხი შოკშია, კომენტარებში მწერენ: გვაცლი, რომ სიმღერა შევიყვაროთო? (იცინის) ზოგი მწერს: გუშინ რომ დადე კლიპი, ხვალ ახალს დადებო? მოკლედ, შევსვი ეს ხალხი ჩემს „ნარკოტიკზე“ (იცინის).

წყარო: თბილისელები