რა არ გყოფნით ცხოვრებაში?

  • funtime.ge
  • 29 ოქტომბერი 11:03

დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი ფიგურა და ნახეთ პასუხი.

1. ზედმეტად შრომისმოყვარე ხართ. ამიტომ ვერასდროს ახერხებთ კარგად გამოძინებას და უქმეებზე ან თუნდაც შვებულების დროს - სათანადოდ დასვენებას. შეცვალეთ თქვენი დღის გრაფიკი. არ შეიძლება, მთელ თავისუფალ დროს სამსახურში ატარებდეთ. დასვენებული თანამშრომელი კომპანიისთვის გაცილებით პროდუქტიულია.


2. თქვენ ყურადღების დეფიციტი გაქვთ. ზოგჯერ შეეშვით ხოლმე ყოველდღიურ რუტინულ საქმეებს და გაატარეთ დრო თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების კამპანიაში.



3. პარტნიორთან ურთიერთობაში რომანტიკა დაკარგეთ. ახლა გრძნობების გამოცოცხლება გჭირდებათ, ამისთვის კი მოულოდნელი რამ უნდა ჩაიდინოთ. გააკვირვეთ თქვენი პარტნიორი. მასში აღძრული ემოციები ურთიერთობაში ცეცხლს გააჩაღებს.



4. როგორც ჩანს, დიდი ხანია, ერთ ადგილას ხართ გაჩერებული და ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლული. ნუ ჩაახშობთ საკუთარ ავანტიუტისტულ ნატურას. თუ ოცნებობთ პარაშუტიდან გადმოხტომაზე ან ცხენით ჯირითზე, ახლა სწორედ ასეთი ოცნებების ასრულების დროა.



5. თქვენი პრობლემების მიზეზი ის არის, რომ ბოლომდე არ გჯერათ საკუთარი ძალისა და შესაძლებლობების. შეიყვარეთ საკუთარი თავი, ისწავლეთ საკუთარი შრომის დაფასება და სხვებიც მიაჩვიეთ ამას.



6. სრული ჰარმონიისთვის შინაური ცხოველი გაკლიათ. თუკი ბავშვობაში არ გიყიდეს ძაღლი ან არასდროს გყოლიათ კატა, ახლა მათი მოყვანის დროა.



7. თქვენი პრობლემების სათავე ნებისყოფის დეფიციტია. თქვენი გონება და კრეატიულობა არ არის საკმარისი ხელშესახები შედეგების მისაღებად. თქვენ მალევე კარგავთ საქმისადმი ინტერესს და არაფერი მიგყავთ ბოლომდე. ეცადეთ, დაძლიოთ თქვენი სიზარმაცე.



8. დროა, საკუთარ ცხოვრებაში სიახლე შეიტანოთ. ერთო და იგივე საქმის კეთება დეპრესიასა და გამოუვალ მდგომარეობაში გაგრძნობინებთ თავს. დაფიქრდით, რითი შეგიძლიათ საკუთარ ყოველდღიურობაში მრავალფეროვნების შეტანა.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge