როდის გამოიდარებს საქართველოში ? - ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 11 მაისი 09:05

უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ PIA.GE-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ცნობით, დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნალექი შენარჩუნდება.


მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14 +16 გრადუსი, ხოლო მთიან რაიონებში +9 +11, ხლო მაღალ მთაში +2 +7 გრადუსი დაფიქსირდება.


11-12 მაისს დასავლეთ საქართველოში უნალექო, თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20 +25 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ტემპერატურა აქაც მოიმატებს და +21 +23 გრადუსი დაფიქსირდება.


13-14 მაისს კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ვრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც საქართველოს უმეტეს რაიონებში კვლავ გაწვიმდება, იქნება ელჭექი და დასავლეთის მიმართულების ქარი.


ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაიკლებს. ბარში +18 +20 გრადუსი, მთაში +15 +17 გრადუსია მოსალოდნელი.


17 მაისის ჩათვლით საქართველოს ცალკეულ რეგიონებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. საბოლოოდ, საქართველოში გამოდარებას 18 მაისიდან უნდა ველოდოთ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge