ვახტანგ  ჭარაია: მადლობა „ქართუ“ ფონდს, როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის

  • 8 მაისი 18:36

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანების პროექტს ეხმიანება.

ექსპერტი მადლობას უხდის ფონდს მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის.


„სულ მაინტერესებდა, რატომ არის მთაწმინდა გახრიოკებული და რატომ არავის მოაფიქრდა, რომ ის გაელამაზებინა. მადლობა „ქართუ“ ფონდს, როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის, რომელიც არც თუ მცირე თანხა, კერძოდ, 16 მილიონი ლარი დაჯდება და კიდევ უფრო ეკოლოგიურსა და მიმზიდველს გახდის ჩვენს დედაქალაქს, მათ შორის უცხოელი ტურისტებისთვის, რომელთა მოზიდვა და შენარჩუნება პოსტპანდემიურ პროცესში დამატებითი შემოსავლის წყაროდ უნდა მივიჩნიოთ. ფინანსური, ესთეტიკური და ეკოლოგიური გაუმჯობესება კი ზედმეტი არასდროს არ არის“, - წერს ვახტანგ ჭარაია.