"მხარდაჭერას ვუცხადებ და ვლოცავ ანიტას, ღმერთმა ადღეგრძელოს!" -მამა ილია ჭიღლაძე მომღერალს ლოცავს

  • newpost.ge
  • 26 ოქტომბერი 00:27

მამა ილია ჭიღლაძე: "მხარდაჭერას ვუცხადებ და ვლოცავ ანიტას, ღმერთმა ადღეგრძელოს! წარმოუდგენელია სასულიერო პირისაგან წყევლა-კრულვა"

 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ანიტა რაჭველიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ წარმოუდგენელია სასულიერო პირისგან წყევლა-კრულვა:"მხარდაჭერას ვუცხადებ და ვლოცავ ანიტა რაჭველიშვილს, ღმერთმა ადღეგრძელოს! წარმოუდგენელია სასულიერო პირისაგან წყევლა-კრულვა ავი დედაკაცივით, ასე და ამგვარად ხდება ყოველდღიურად ეკლესიის ავტორიტეტის დაცემა და ერის მიერ სასულიეროთა სამართლიანი განკითხვის საბაბის მიცემა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სასულიერო პირი უცოდველი ანგელოზი არაა, ყველას აქვს თავისი ცოდვები და შეცდომები, მაგრამ ეს ისეთი რამაა, რაც დაუშვებელია და არაფერში ჯდება.


რაც შეეხება ბერა ივნიშვილის მიერ მილიონზე მეტი დოლარის ამაზონის ტყეებისათვის შეწირვას, შეწიროს, თუ ამდენივეს და მეტს საქართველოში (და სხვა მოშიმშილე რეგიონებში) მოშიმშილე ადამიანების გადარჩენას სწირავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მხოლოდ სნობიზმია და არაგონივრული ქველმოქმედება" - წერს დეკანოზი.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge