10 რამ, რაც ბავშვებს უფრო ბედნიერს ხდის

  • fortuna.ge
  • 25 ოქტომბერი 21:49

"უდიდესი ბედნიერება, რომელიც შეიძლება სიცოცხლეში დაგემართოს, არის ბავშვობა“,- აგატა კრისტი.

აღმოჩენების, თამაშის, ოცნებების, გართობის პერიოდი -ეს ბავშვობაა, განსაკუთრებული პერიოდი ყველას ცხოვრებაში. ეტაპი, როდესაც ბავშვი მის გარშემო არსებულ სამყაროს ეცნობა.


თუ თქვენ ხართ მშობელი, ან მომავალი მშობელი, ან უბრალოდ ხართ ის ადამიანი, ვისაც ბავშვები ძალიან უყვარს, ვიმედოვნებთ, რომ რასაც წაიკითხავთ შეგიქმნით გარკვეულ წარმოდგენას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ ბედნიერი და ჯანსაღი გონების ბავშვი.


1. მიეცით მათ ბევრი დრო სათამაშოდ
ბავშვობაში ბავშვის უმთავრესი პასუხისმგებლობა თამაშია. თავისთავად, ბავშვს მაინც მოუწევს საშინაო დავალებისა თუ კლასგარეშე საგნების მომზადება. მაგრამ პატარაობიდან მოზარდობამდე მათ უნდა ჰქონდეთ ბევრი თავისუფალი დრო გართობისთვის.


პიტერ გრეი, ბავშვთა ფსიქოლოგი და ბოსტონის კოლეჯის პროფესორი ამბობს: ”ბავშვები ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებს  სხვა ბავშვებისგან სწავლობენ და არა მოზრდილებისგან”…


ასე რომ, უთხარით ბავშვს მარტივად – “წადი გარეთ და ითამაშე!”


2. არ ისაუბროთ ბავშვების თანდასწრებით მძიმე თემებისა და პრობლემების შესახებ
როდესაც ბავშვები ხედავენ და ესმით მოზრდილების პრობლემებისა და გაურკვევლობის შესახებ, ეს ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს. მათ მსგავსი საკითხები შფოთს და დაუცველობას განცდას უვითარებს. ბავშვებმა არ უნდა მოისმინონ სტრესული საუბრები მოზრდილთაგან !


3. არ შეადაროთ ისინი სხვებს
კონკურენტუნარიანობის გრძნობის ადრეულად აღძვრა და ზეწოლა წარმატების მიღწევის მიზნით – აუცილებლად მიგიყვანთ უარყოფით შედეგამდე.


ბევრი მშობელი საკუთარ შვილს სხვას ადარებს, მას სურს სასურველი პიროვნული თვისებები სხვა ბავშვში დაინახოს და მიუთითებს შვილს, რომ იმ სამაგალითო ბავშვივით მოიქცეს. შედეგად კი ბავშვი ითრგუნება და ამან შეიძლება მისი გაბოროტებაც გამოიწვიოს. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შედარებები უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის თავდაჯერებულობაზე.


4. ასწავლეთ მათ ნეგატიური ემოციების უპირატესობები
თითქმის ყველა ბავშვს აუცილებლად ექნება სპონტანური ბრაზის, შურის, მწუხარებისა და მსგავსი ემოციები. სინამდვილეში უარყოფითი ემოციებით გამოწვეული ქცევები სწავლის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.


როგორც დოქტორი ჯონ გოთმანი (ვაშინგტონის უნივერსიტეტი) ამბობს, ბავშვის მხრიდან არასწორ ქცევას მშობლის მხრიდან „მცირე სასჯელი“ უნდა მოჰყვეს. ეს ბავშვს დაეხმარება დიფერენცირება გაუკეთოს კარგ და ცუდ ქცევებს.


5. დააფასეთ მისი შრომა
ბავშვი ნელნელა აღწევს იმ ასაკს, როცა ხვდება რომ მუყაითი შრომა წარმატების საწინდარია.  პირველ რიგში მშობელმა და შემდეგ უკვე ბავშვმაც უნდა წაახალისოს თავი, იმისთვის რომ – იშრომოს.


ბავშვებში კოგნიტურ დავალებებზე საუბრისას, დოქტორი კეროლ ს. დვუკი სტენფორდში ამბობს: ” მშობლებისთვის ჩვენი მთავარი გზავნილია ის, რომ მათ ყურადღება გაამახვილონ იმ პროცესსა და ძალისხმევაზე, რომელსაც ბავშვი ეწევა. ფრაზებით “შენ ძალიან ჭკვიანი ხარ, ამაში ძალიან კარგი ხარ … საუკეთესო ხარ „ – ხოლოდდამხოლოდ იმას ეუბნებით ბავშვს, რომ ის საუკეთესო უნდა იყოს.


მთავარი კი სწავლისა და დავალების შესრულების პროცესში არის ის შრომა და ძალისხმევა, რასაც ბავშვი დავალებაში დებს. მშობელმა პირველ რიგში ეს ძალისხმევა უნდა დააფასოს.


6. მნიშვნელობა მიანიჭეთ ოჯახურ ტრადიციებს
ყველაფერი ის, რასაც ოჯახი ერთად აკეთებს, სტაბილურობის მანიშნებელია. სტაბილურობა კი ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია.


ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის მიხედვით, ოჯახთან ერთად დროის რეგულარულ გატარებას ხუთი ძირითადი სარგებლი აქვს: ბავშვი გრძნობს თავს მნიშვნელოვან პიროვნებად და თვლის, რომ ის უყვართ; ბავშვი აკვირდება ზრდასრულთა დადებით თვისებებს და ცდილობს გაიმეოროს; მოზარდებს შეუძლიათ დააკვირდნენ და შეიტყონ მეტი ბავშვის სისუსტეების შესახებ და სწორად წარმართონ ბავშვის განვითარება. ბავშვს შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრები და გრძნობები; და ბოლოს, მშობელი და ბავშვი უფრო ძლიერ კავშირს ამყარებენ.


7. მიეცით საშუალება თავად გადაწყვიტონ
ბავშვები საჭიროებენ მუდმივ მეთვალყურეობას-მაგრამ ზომიერად! გადაჭარბებული მზრუნველობა, ყოველი ნაბიჯის მონიტორინგი, ყველაფერი „ზედმეტი“ ბავშვის განვითარების წინააღმდეგ მოქმედებს.


მკვლევარები ფსიქოლოგთა და მრჩეველთა ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში, წერენ: „ფსიქოლოგები მშობლებს მოუწოდებენ შეამცირონ მოთხოვნები შვილზე და ამასთან შეამცირონ მათი მუდმივი კონტროლი.


შედეგად უფრო ნაკლებად გადააწყდებიან არასასურველ მდგომარეობებს; ბავშვს უნდა დავუტოვოთ უფლება თავად გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ ამოცანებს.


8. განუვითარეთ მათ (ინდივიდუალური) პასუხისმგებლობის გრძნობა
ბავშვებს აუცილებლად უნდა დართოთ ნება შეასრულონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობები (მაგ. საშინაო დავალება) თქვენი ორგანიზების გარეშე.


რატომ? ბავშვთა ფსიქოლოგების აზრით, ზედმეტმა ჩართულობამ და მონიტორინგმა შეიძლება ბავშვს განუვითარდეს დამოკიდებულება – „მე არ შემიძლია ამის მარტო გაკეთება“. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ყურადღება – და, დისციპლინა – აუცილებელია ზედმეტი ზედამხედველობა არაეფექტურია.


9. შექმენით ბედნიერი მოგონებები
ჰარვარდის ორი პროფესორის მიერ ჩატარებულ  ექსპერიმენტულ კვლევაში, მოზრდილებმა, რომლებმაც გაიხსენეს ბავშვობის კარგი მოგონებები, იყვნენ მაღალი ზნეობრივი მორალის მქონე ადამიანები. ამასთან, კვლევაში მონაწილე ის ადამიანები, რომლებმაც ბავშვობის ტკბილი მოგონებები გაიხსენეს გამოირჩეოდნენ იმით, რომ ისინი მკაცრად სჯიდნენ არაეთიკურ ქცევას და გამოირჩეოდნენ კეთილი ზრახვებით.


მაგალითად, თანხებს გამოყოფდნენ ქველმოქმედებისთვის. მკვლევარებმა ახსნეს, რომ ბედნიერი მოგონებები ადამიანის ფსიქიკაში პოზიტიურ ემოციებს აღძრავს და ადამიანს კეთილშობილებისაკენ მოუწოდებს.


ასე რომ, ბავშვისთვის ბედნიერი მოგონებების შექმნით, თქვენ მათ ბედნიერი მომავლისთვის ამზადებთ.


10. იყავით ბედნიერი თქვენ თვითონ!
ბავშვები სწავლობენ იმას, რასაც ხედავენ და ისმენენ. თუ ზრდასრულები პოზიტიური ქცევით გამოირჩევიან, ბავშვი, სავარაუდოდ, ამას გაიმეორებს. კაროლინ კოუანის, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის თქმით: ” თუ მოზრდილები არ იზრუნებენ საკუთარ თავზე, ერთმანეთზე, ურთიერთობებსა და თავად იქნებიან უბედურები,  ბავშვზე უარყოფით ეფექტს მოახდენს.


ამიტომ, იმისათვის, რომ ბავშვი გავხადოთ ბედნიერი, პირველ რიგში, თქვენ თვითონ იყავით ბედნიერი.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge