"რამაზ ჩხიკვაძემ მითხრა - თქვენში რომ სვამენ, არ ფსამენო?"

  • თბილისელები
  • 25 ოქტომბერი 15:11

მსახიობი ზურაბ ყიფშიძე ასეთ ისტორიას იხსენებს:

"ერთხელ, როდესაც მსახიობები გადაღებაზე ბაკურიანში ვიყავით, მე და ბატონი რამაზ ჩხიკვაძე ერთ ნომერში მოვხვდით. ერთ საღამოს რესტორანში ისე დავთვერი, რომ მაგრად ავურიე... მანქანის გასაღებს ვითხოვდი – თბილისში უნდა წავიდე-მეთქი. გასაღები დამიმალეს. ბოლოს, როგორც იქნა დავშოშმინდი და დავიძინე. დილით საშინელ პახმელიაზე გამეღვიძა. თავი ავწიე და ბატონი რამაზი მეუბნება:


– თქვენში რომ სვამენ, არ ფსამენო?.. – ანუ მონელება გიჭირსო."
 

წყარო: თბილისელები