რა ნიშნებით ვლინდება ავი თვალის ზეგავლენა ბავშვებში

  • თბილისელები
  • 7 მაისი 12:18

ყველაზე ხშირად ავი თვალისა და ჯადოს მსხვერპლნი ბავშვები ხდებიან. ძალიან ხშირად დედებს აინტერესებთ, როგორ დაიცვან შვილები მსგავსი საფრთხისგან.

ეზოთერიკოსი ჟურნალ „თბილისელების“ სასულებით რამდეიმე რჩევას ავრცლებს, რომლის დაცვის შემთხვევაშიც პატარების ავი ზეგავლენისგან დაცვას მოახერხებთ.


– თუ არსებობს ნიშნები, რის მიხედვითაც შეიძლება, მივხვდეთ, რომ ბავშვზე ნეგატიური ენერგია მოქმედებს?


– ყველა ბავშვზე ჯადოს რეაგირება სხვადასხვანაირად ვლინდება. მაგრამ არის რამდენიმე საერთო მომენტი, რაც შეიძლება ამის გამომხატველ ნიშნებად გავაერთიანოთ. მშობელმა უპირველესად ბავშვის ჯანმრთელობას უნდა მიაქციოს ყურადღება. ნეგატიური გავლენის ეს ნიშნებია: უცაბედი გაციება მაღალი ტემპერატურით; შიში ყველაზე უსაფრთხო საგნის ან მოვლენის მიმართ; ხშირი ისტერიკა ყვირილითა და ცრემლებით, რის შემდეგაც ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში ვერ მშვიდდება; მუდმივი დაღლილობა და ძილიანობა; ცუდი ძილი, უძილობა, ჩივილი კოშმარებზე; ხასიათის უეცარი მკვეთრი ცვლილება; საყვარელი სათამაშოებისა და ნივთების უარყოფა. როგორც ხედავთ, ნიშანი უამრავია, მაგრამ სრულ გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ მსგავსი გამოვლინებები მხოლოდ ჯადოს უკავშირდება. მაშინაც კი, თუ ამ ჩამონათვალიდან რამდენიმე ნიშანი ერთად აღენიშნება ბავშვს, უპირველესად მაინც ექიმს უნდა აჩვენოთ, რადგან უხასიათობა და ისტერიკა შეიძლება ავადმყოფობის სიმპტომიც იყოს და მასთნ ბრძოლაც ისევე აუცილებელია, როგორც ნეგატიურ ენერგეტიკასთან. ბავშვის ბიოველი უფრო სუსტია და ამიტომაც მასზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა უფრო იოლია, ვიდრე ზრდასრულზე. აქედან გამომდინარე, იკითხავთ, მაშ, როგორ გავიგოთ, რომ ბავშვს მართალა ჯადო აქვს გაკეთებულიო? – პასუხი ერთია: საჭიროა ნეგატიური ზეგავლენის დიაგნოსტირება, რომლის რიტუალი თვითონვე, სპეციალისტის გარეშეც, შეგიძლიათ, ჩაატაროთ. თუმცა, თუ არასდროს გქონიათ შეხება მაგიასთან, უმჯობესია, არ გარისკოთ და ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდოთ, მიმართეთ სპეციალისტს.


– როგორ დავიცვათ პატარა ნეგატიური ენერგიის ზეგავლენისგან?


– უპირველესად, შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლები უცხო პირი შემოვიდეს სახლში, სადაც ბავშვებია. ძველად, იცავდნენ რა ამ წესს ჩვენი წინაპრები, გარკვეულ ასაკამდე ბავშვებს მხოლოდ დედ-მამასთან და უახლოეს ნათესავებთან ჰქონდათ ურთიერთობის უფლება, რომ აღარაფერი ვთქვათ, ხმაურიან თავყრილობებსა და წვეულებებზე. ბავშვების იქ დასწრებაზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი. მართალია, ოცდამეერთე საუკუნეში ასეთი რაღაცების ნაკლებად სჯერათ, მაგრამ უარყოფითი ენერგეტიკის არსებობას არავინ უარყოფს. ხომ შეგიმჩნევიათ, უცხო გარემოში მოხვედრილ ჩვილს გაცილებით დიდხანს სძინავს, ვიდრე ეს მხოლოდ მშობლების გარემოცვაში ხდება. სპეციალისტები ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნიან: ბავშვი გაუცნობიერებლად ეშმაკობს და ნაკლებად რომ დაექვემდებაროს ნეგატიურ ზეგავლენას, ახერხებს დაიძინოს, თანაც დიდხანს.

წყარო: თბილისელები