7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 6 მაისი 23:59

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი


წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარი არახელსაყრელია ნებისმიერი ურთიერთობისთვის. პარტნიორთან ურთიერთობაში არსებული გაუგებრობა სიტუაციას უკიდურესობამდე დაძაბავს. ეცადეთ, კომპრომისი მონახოთ.


კურო


ხორციელი ცდუნების, ილუზიებისა და ფანტაზიების დღეა. სურვილის ასრულებამ შეიძლება ჩიხში შეგიყვანოთ. ფრთხილად იყავით, ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ეცდება. ვარსკვლავები გირჩევენ მეტი თავშეკავება და წინდახედულება გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არაა.


ტყუპები


ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დაწყებისთვის, სამსახურისა და მოღვაწეობის სფეროს შეცვლისთვის. ამ დღეს იზრდება თქვენი პოროვნული და სექსუალური მომხიბვლელობა. სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში მეგობრებთან ურთიერთობის დროს უსიამოვნებები გელით, თუმცა მალე ყველაფერი მოგვარდება. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია უსიამოვნო შეტყობინება ან უხერხული სიტუაცია.


კირჩხიბი


ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. გახსოვდეთ, სურვილის ასრულება ყოველთვის ბედნიერებისკენ არ მიჰყავხართ. კარგად გაიაზრეთ სინამდვილეში რა გინდათ და ამაზეა დამოკიდებული ბოლოს და ბოლოს რას მიიღებთ.


ლომი


წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით, თუმცა დიდი შრომის ფასად. დღის მეორე ნახევარში სიფრთხილე გმართებთ - მოსალოდნელია ტრამვა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემა.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისთვის, სპორტისა და ნებისმიერი ფიზიკური აქტივობისთვის. ნელ-ნელა აღადგენთ ურთიერთობას ადამიანებთან, რომლებიც დიდი ხნის წინ დაკარგეთ. ერიდეთ კამათს და ეძიეთ კომპრომისი. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. დღის მეორე ნახევარში ბავშვებთან დაკავშირებული საქმე თქვენს ჩართულობას და აქტიურობას მოითხოვს.


სასწორი


ხელსაყრელი დღეა მოწყალების გაღებისთვის, მიტევებისა და მონანიებისთვის. ერიდეთ ადამიანებთან დაპირისპირებას და ეძიეთ კომრომისი. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, რაც ამ დღის სასიამოვნო ტენდენციას, ცოტა არ იყოს, გააფერმკრთალებს.


მორიელი


ტყუილებისა და ილუზიების დღეა. შესაძლოა, პროფესიულმა პრობლემებმა და ოჯახის წევრებთან დამოკიდებულებამ თქვენი მსოფლმხედველობა შეცვალოს. შეცდომის და მით უმეტეს ღალატის პატიება ძალიან გიჭირთ. კარგი იქნება თუ ჯავრს უდანაშაულო ადამიანებზე არ იყრით, რადგან ეს თქვენს ავტორიტეტს დააზიანებსდა სიტუაციას გაართულებს.


მშვილდოსანი


უსიამოვნო ამბავი ან უხერხული სიტუაცია მეგობრებთან ან პარტნიორებთან ურთიერთობას გიგირთულებთ. ერიდეთ წინააღმდეგობას და ეცადეთ კომპრიმისის პოვნას. დღის მეორე ნახევარი სასურველია ოჯახის წევრებთან, სიმშვიდეში გაატაროთ.


თხის რქა


მერკურის რეგრესიული მოძრაობა ფინანსურ დანაკარგებს მოგიტანთ, ამიტომ ყურადღება გააორმაგეთ. დაუგეგმავი ხარჯი ან მოულოდნელი შენაძენი გელით. ოჯახუს საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს. ახლა მათ ყველაზე მეტად თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.


მერწყული


ამ დღეს განსაკუთრებით ჭორებს და ინტრიგებს უნდა ერიდოთ. ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. ეცადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მირება სხვა დროისთვის გადადოთ და დაიცადოთ.
მამაკაცებს მომგებიანი წინადადება ელით, თუმცა სანამ დათანხმდებით, ყველა მოსალოდნელი შედეგი უნდა გათვალოთ.


თევზები


ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისთვის, სპორტისა და ნებისმიერი ფიზიკური აქტივობისთვის. ნელ-ნელა აღადგენთ ურთიერთობას ადამიანებთან, რომლებიც დიდი ხნის წინ დაკარგეთ. ერიდეთ კამათს და ეძიეთ კომპრომისი. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. დღის მეორე ნახევარში ბავშვებთან დაკავშირებული საქმე თქვენს ჩართულობას და აქტიურობას მოითხოვს.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge