არგენტინაში სამედიცინო დახმარების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

  • elpatagonico.com
  • 6 მაისი 09:28

თვითმფინავმა, რომელსაც ექიმები გადაჰყავდა, კატასტროფა განიცადა ესკელის აეროპორტთან ახლოს, პატაგონიაში. ამის შესახებ ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა El Chubut იუწყება.

 

ლაინერი Learjet 35 სან-ტაფედან მოფრინავდა და ესკელში დაშვების წინ ჩამოვარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყველა მგზავრი არ დაღუპულა.

გამოცემის ცნობით, თვითმფრინავის პორტზე იმყოფებოდა ეკიპაშის ორი წევრი, ერთი ექიმი და ერთი ექთანი, რომლებსაც გულის დაავადების მქონე მცირეწლოვანი პაციენტი ერთი ქალაქიდან მეორეში უნდა გადაეყვანათ.

ამ ეტაპზე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ავარია აეროპორტის თავზე ჩამოწოლილმა ნისლმა გამოიწვია.

ადგილზე შსაბამისისამსახურები მუშაობენ.


სრული ვერსიის ნახვა elpatagonico.com