ცერცვაძე და იმნაძე განმარტავენ, რატომ დაინფიცირდა ვირუსით ამდენი სამედიცინო მუშაკი საქართველოში

  • 5 მაისი 21:58

საქართველოში ინფიცირებულებს შორის მედიკოსები 12,7%-ს შეადგენენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ეს ჩვეულებრივი ამბავია. იტალიაში 6 000-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა, ჩინეთში 3 000-ზე მეტი. ასეა ყველა ქვეყანაში. გადამდებია დაავადება და დამცავი საშუალებების მიუხედავად, დაცვა ყოველთვის ვერ ხერხდება. ჩვეულებრივი პროცენტია. სხვაგან უფრო მეტია. ძნელია თავდაცვა შთაბეჭდილება მრჩება რომ არანაკლებია სასწრაფოს ექიმების დაინფიცირების რიცხვი. ზოგადად, როცა ექიმი პაციენტთან ბოქსირებულ განყოფილებაში შედის, იცის, რომ ის ინფიცრებულია. შესაბამისად, თავდაცვის ზომები გაძლიერებული აქვს. სასწრაფოს ექიმი დღის განმავლობაში ძალიან ბევრ გამოძახებაზე დადის. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის ზომები ყოველთვის გაძლიერებული უნდა იყოს, ყველა გამოძახებაზე მათი დაცვა ძალიან რთულია.


სამედიცინო აღჭურვილობა საკმარისია, ამჟამად არავის არ აკლია. თუმცა, ყოველ გამოძახებაზე მისი გამოცვლა ძალიან რთულია. საკმარისია რაღაც შეცდომით გააკეთო, ან ხელთათმანი გაიხადო რაღაცის მერე და … ამიტომ რთულია. ამ ინსტრუქციას ადამიანი რომ მიეჩვიოს წლები სჭირდება. დაავადება არის ძალიან გადამდები. უფრო მეტად გადამდები, ვიდრე გრიპი.


რაც არ უნდა ეცადო თავის დაცვას, აბსოლუტურად ვერ დაიცავ. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო პრაქტიკაც“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ თენგიზ ცერცვაძემ.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ერთი ექიმი პაციენტისგან დაინფიცირდა. შემდეგ კი, მოსასვენებელ ადგილებში, სადაც დასაცავი საშუალებების არ სარგებლობენ, კოლეგებს გადასდო.


„ძირითადად სამსახურის გარეთ ერთმანეთს გადასდეს. წესების დაცვა უნდა მოხდეს არა მარტო პაციენტთან, არამედ ერთმანეთთანაც.


ერთი ექიმი პაციენტისგან დაინფიცირდა, მერე იმან მოსასვენებელ ადგილებში, სადაც დასაცავი საშუალებების არ სარგებლობენ,  კოლეგებს გადასდო. სამედიცინო მუშაკების დაინფიცირება სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირეს არ უკავშირდება“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ პაატა იმნაძემ.


 


წყარ