ლაგოდეხში ერთი თვის წინ ონკანიდან დამპალი წრუწუნა გადმოვიდა - რას ჰყვება ჟურნალისტი ?

  • 23 ოქტომბერი 23:34

ლაგოდეხში ერთი თვის წინ ონკანიდან დამპალი წრუწუნა გადმოვიდა",-ამის შესახებ "რადიო ჰერეთის" ჟურნალისტმა დავით ჭაბაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. 

 

 

"ლაგოდეხში წყლის პრობლემა ყოველთვის იყო.  წლების წინ სასმელი მილების რეაბილიტაცია დაიწყო. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 9 მლნ ლარი. 2 წლიანი მუშაობის შემდეგ მხოლოდ გადათხრილი გზები და უწყლო მოსახლეობა დარჩა. ამის შემდეგ 5 მლნ დაემატა, თუმცა წყლის მომარაგება ისევ პრობლემაა."- განაცხადა ჟურნალისტმა.


მისივე თქმით, ონკანიდან ყავისფერი წყალი მოდის, რომელსაც ვერაფერში გამოიყენებ.


"იმის მერე რაც 13 მნლ დაიხარჯა და მოსახლეობას წყალი ისევ არ ჰქონდა გაჩნდა პროტესტი მოსახლეობაში. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები და მოსახლეობა ითხოვდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან  შეხვედრებს, თუმცა ბოლოს უარი უთხრეს და არავინ შეხვდა." - თქვა ჭაბაშვილმა.


ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ წყალი უხარისხოა და სუნიც კი საშინელი აქვს.


"ლაგოდეხიდან წაღებული წყალი წყალმომარაგების წარმომადგენლებს შევთავაზე უბრალოდ  გასინჯეთ თქო და არც დაულევიათ. ეს წყალი არის უხარისხო. 4 დღის წინ ერთ-ერთ მოსახლესთან ონკანიდან გადმოვიდა წყლის არწივი, რომელიც დიდი ჭიაა. 1 თვის წინ - კი დამპალი წრუწუნა. ამის შემდეგ ადამიანებს მრიცხველებს უყენებენ და უწევთ 100-150 ლარის გადახდა უხარისხო წყალში",-აღნიშნა ჭაბაშვილმა.