ეკა კვესიტაძე მარინა ეზუგბაიას პასუხობს - ჯერ ვიფიქრე არ გამოვეხმაურები თქო, ჩემმა მეგობრებმაც ასე მირჩიეს, მაგრამ

  • 3 მაისი 16:32

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებას, სადაც მარინა ეზუგბაია ეკა კვესიტაძისგან და ზურა გურულისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

ცოტა ხნის წინ მარინა ეზუგბაია გამოვიდა და თქვა, მე ფეისბუქი საერთოდ არ მაქვსო და ფეიკი გვერდიაო. ეს კიდევ უფრო კარგად არჩვენებს, თუ როგორ იყენებს სახელისუფლო პროპაგანდა ექიმების სახელებს ადამიანების დისკრედიტაციისთვის. დანარჩენს მაინც დავტოვებ. 


“მე კი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ “პლაქ­ვე­ლი­ნი” პირ­ვე­ლი­ვე დღეს და­მი­ნიშ­ნა. ეს იყო ერ­თა­დერ­თი პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­საც ვი­ღებ­დი. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად წა­რი­მარ­თა და­ა­ვა­დე­ბა. იქ სა­დაც მძი­მე პნევ­მო­ნია ერ­თვე­ბა და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბაა, სის­ტე­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ინიშ­ნე­ბა.’ 13:29 / 04-04-2020 . ესაა ციტატა ნიკა გამყრელიძესთან ინტერვიუდან, რომელიც გადაცემაში გამოვიყენეთ (ლინკს კომენტარებში ჩავაგდებ)- მხოლოდ ციტატა.


ისევე როგორც გამოვიყენეთ რადიო თავისუფლების რესპოდენტების ციტატები იგივე თემაზე. ჯერ ვიფიქრე არ გამოვეხმაურები თქო, ჩემმა მეგობრებმაც ასე მირჩიეს, მაგრამ, მერე ვნახე ქოც-სააგენტოების მიერ ატაცებული და გადავწყვიტე, მხოლოდ მშრალი ფაქტები მოგაწოდოთ.


ამ ქალბატონს კიდევ გადაეცით, რომ გადაცემაში ვეპატიჟები, ერთხელ მაინც თქვას უარი შალვა რამიშვილთან სტუმრობაზე და ჩემთან მოვიდეს. დარწმუნებული იყოს, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება ბევრ თემაზე, მათ შორის იმაზე, თუ რა კლინიკური კვლევებს ატარებენ და სად აპირებენ ამ კვლევების გამოქვეყნებას“.- წერს ეკა კვესიტაძე.


წყარო