პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის სალომე ადეიშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

  • 23 ოქტომბერი 21:23

პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის სალომე ადეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ "ფეისბუქ პოსტზე" გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება 2019 წლის 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ "Facebook"-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორის პოზიცია სალომე ადეიშვილმა ხმაურიანი პოსტით დატოვა. ის სისტემაში 2013 წლის აპრილიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე მუშაობდა.