მეუფე იობი ყინწვისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით - "არაფერი არ მომხდარა, გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი“

  • 3 მაისი 14:16

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა მედიასთან ყინწვისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.

მედიის წარმომადგენლებმა მას ჰკითხეს, რა მოხდა სასულიერო პირებს შორის, რატომ გაისროლა მამა დავითმა მამა საბას ავტომანქანის მისამართით.


მეუფე იობის თქმით, დაპირისპირება საერო პირებს შორის დაიწყო.


მისივე თქმით, გასროლა ნასვამ მდგომარეობაში, ჰაერში, შესაშინებლად განხორციელდა.


„არაფერი არ მომხდარა, გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი. არ ყოფილა მსგავსი შემთხვევები ხშირი, საერთოდ არ ყოფილა მსგავსი. თქვენ ისიც თქვით, თითქოს მონასტერში მოხდა, მონასტერში არ მომხდარა ასეთი რამ, არც ეპარქიაში. შელაპარაკება იყო, მაგრამ მათ შორის არ იყო. ერისკაცებს შორის მოხდა ჩხუბი, მეტი არაფერი. ნასვამ მდგომაროებაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს.


სასულიერო პირები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან, მამა საბამაც გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და მამა დავითიც ალბათ, იტყვის როცა გამოვა. ის იარაღს არ ატარებდა. ნასვამ მდგომარეობაში რომ ვნახე, მეც არ მომეწონა. როგორც ერის ადამიანებში არსებობს, რომ სვამენ, ასევე სასულიერო პირებშიც არის, პირველად ხომ არ გესმით ეს. ყველაზე მკაცრად ვექცეოდი მამა დავითს, თუ გადახედავთ, ყველაზე მეტი აკრძალვები აქვს ზემოქმედების“, – განაცხადა მეუფე იობმა.


 


წყარო