"ცხოველფრინველის გადაშენებაში მამა ათი მაგდენს გადაიხდის"- რას წერს ნიკა გვარამია

  • 23 ოქტომბერი 20:53

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ბერა ივანიშვილის საქველმოქმედო ქმედებას ეხმაურება და  სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. 

"ხო რა, ძაან მაგარი იქნება. თან, პარალელურად, ჩვენი ქვეყნის ფილტვები როა, ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკი, იმის გაჩეხვა-ტრასის გაყვანა - ცხოველფრინველის გადაშენებაში მამა ათი მაგდენს გადაიხდის. მერე ელექტროკარით მარტო თქვენ გამოღუღუნდებით ხოლმე და ტრასაზე არც ერთი სხვა ფილტვი არ შეგხვდებათ და მარტო ოჯახის CO2 იტრიალებს კამკამა ჰაერში.


აუ, რა მაგარია ცხოვრება და მილიონების გადარიცხვ-გადმორიცხვა ეეე! რა საამური და სათუთია ყოველივეე!!!"- წერს ნიკა გვარამია.