კორონას პერიოდში გზავნილის აღებისას მომხდარი კურიოზი - რა მოხდა ბანკში

  • 1 მაისი 18:28

სოციალურ ქსელის მომხმარებელი „კნიაზ გრუზინსკი“ ფულადი გზავნილის აღებისას ბანკში მომხდარი კურიოზის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქში“ აქვეყნებს. გავრცელებულმა პოსტმა ძალიან ბევრი ადამინის მოწონება და გამხიარულება გამოიწვია. 

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: 


„ლიბერთიში ვარ, გზავნილს ვანაღდებ და ოპერატორი მეკითხება:


- რა გზავნილია, ბატონო ივანე?


- რია


- კოდი მიკარნახეთ


- 123 456 ...


- ბ-ნო ივანე, რია 12-ით უნდა იწყებოდეს


- დიახ, 12-ით იწყება


- მიკარნახეთ


- 123 456...


- ბ-ნო ივანე, არ გესმით? 12-ით იწყება რია, ვერ გავანაღდებთ... შემდეგი გამოშვით...


- გოგონი, დაღლილი ხართ ეტყობა...


- შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ!


- მენეჯერს დაუძახებთ?


- არა, დაცვას!


- ჯერ მენეჯერს დაუძახეთ


- ქალბატონო თინა, მომხმარებელი შეურაცხყოფას მაყენებს


- გამარჯობა ბატონო, რა ხდება?!


- კორონა ხდება, ქ-ნო თინა, კორონა...
გზავნილს ვერ ვანაღდებთ, იმიტომ რომ თქვენი თანამშრომელი დაღლილი ბრძანდება.


- ბატინო, დღეს ყველანი დაღლილები ვართ.


- დიახ! მეც ეგ ვუთხარი თქვენ თანამშრომელს და მან ეს შეურაცხყოფად მიიღო... გესმით, გოგონი? ქ-ნი თინაც დაღლილი ყოფილა.


- ბატონო, რით შემიძლია გემსახუროთ?


- ქალბატონო თინათინ, გზავნილის განაღდება მსურს. მე თქვენ დაგიწერთ კოდს, თქვენ უკარნახეთ, ეგებ თქვენი უკეთ ესმის...


- მაჩვენეთ კოდი


- აკრიფეი, აბა, ნათია, 129 456...


- ქალბატონო თინა, შეცდომა აქვს კოდში, რიას კოდი 12 ით უნდა იწყებოდეს...


- ააა. შეცდომა ყოფილა, ბატონო, ვერ დაგეხმარებით...


- ქალბატონო თინა სასწაულების გჯერათ?


- რა თქმა უნდა? (ჯვარზე მოიკიდა ხელი)


- ეს გზავნილი ჩემმა დამ გამომიგზავნა ქალაქ რომიდან, კერძოდ ვატიკანიდან, წმ. პეტრეს მოედანზე, კარდინალი სალვადორეს უფრისი ბიჭის, პადრე ჯიოვანის სავალუტო ჯიხური რომ დგას, იქედან და ასე მითხრა, მთავარია ეს კოდი თავიდან ბოლომდე შეიყვანოს ოპერატორმა და სასწაულიც არ დააყოვნებსო...
გთხოვთ, თხოვეთ ოპერატორს, შეიყვანოს ბოლომდე კოდი, გთხოვთ...


- ბოლომდე შეიყვანე ნათი, აბა


- მე კი შევიყვან ბოლომდინ, ქალბატონო თინათინ, მაგრამ ტყუილიათა ვკარგამთ დროსა...
აჰაა 123 456 ....


უიმე, მართლა მოიძებნა. სასწაული თუ გინდა!


- ხომ გითხარით, ქალბატონო თინათინ.


- ღნერთო შენი სახელის ჭირიმე!


- მე მივწერ ჩემ და ქეთევანს, რომ კარდინალ სალვადორემ და პადრე ჯოვანიმ ლოცვებში მოგიხსენიოთ, თქვენ ქალბატონო თინათინ და თქვენ საქალბატონე ნათია და სრულიად ლიბეტის სტაფი