საქართველოში კორონავიურსისგან კიდევ 23 პაციენტი განიკურნა

  • 1 მაისი 17:29

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ 23-ით გაიზარდა და ამჟამად 207-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 539-ია, გარდაცვლილია 6 ადამიანი.


ასევე, საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.