"მსურდა თავი მომეკლა" - მესტიაში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

  • pia.ge
  • 23 ოქტომბერი 12:27

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.


პროცესზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევს და სუიციდის მცდელობაც ამის გამო ჰქონდა.


“მე მიმალვა კი არ მინდოდა, მსურდა, თავი მომეკლა, რადგან ჩემი ძმის წინაშე თავს დამნაშავედ ვთვლიდი. თუ შესაძლებელია, შემიფარდეთ გირაო, 10 000 ლარის ოდენობით”,-მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა.


სასამართლომ კი სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რაც საგამოძიებო ორგანომ მიმალვის საფრთხის არსებობისა და დანაშაულის სიმძიმით ახსნა. თავის მხრივ, ბრალდებულმა პროცესზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევს. მესტიაში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.


პროკურატურის ინფორმაციით, 48 წლის კაცმა საკუთარი ძმა ურთიერთშელაპრაკების შემდეგ დანით მოკლა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge