მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • 1 მაისი 10:34

გაზაფხულის ბოლო თვე თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია.

ბუნება იღვიძებს და ჩვენს ცხოვრებას უფრო ენერგიულს ხდის. ასტროლოგების რჩევები დაგეხმარებათ, რომ დინებას კი არ მიჰყვეთ, არამედ საკუთარი ბედი თვითონ განკარგოთ
პირველი და უმთავრესი რჩევა ასტროლოგებისგან მაისში: ისწავლეთ საკუთარი ემოციების მართვა. თუ ამას არ გააკეთებთ, მათ ვარსკვლავები და პლანეტები გააკონტროლებენ, რომლებიც ძალზე აქტიური იქნებიან თვის დასაწყისში. ამან, შესაძლოა, ცხოვრების ყველა სფეროში გაუთვალისწინებელი პრობლემების პროვოცირება გამოიწვიოს.


ვერძი


ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი ფარული ნიჭი აქვს. მაისში ვარსკვლავები და პლანეტები ამ შესაძლებლობების გახსნაში დაგეხმარებიან. გახდებით უფრო პროდუქტიული ცხოვრების ყველა სფეროში – სიყვარულში, საქმიანობაში. მაგრამ თუ არაფერს მოიმოქმედებთ, არც არაფერი გამოვა. საჭიროა აქტიურობა, მოქმედება და საკუთარ თავში ახალი ნიჭის აღმოჩენა.


მაისი შესანიშნავი თვეა სწავლისთვის, ახალი მეგობრები მოძებნისთვის, ურთიერთობებისთვის. წაგადგებათ გარემოს გამოცვლა. ასევე კარგი თვეა ურთიერთობების მოგვარებისთვის. მაისი თქვენთვის იღბლიანი თვე იქნება.


კურო


ჩვენს ცხოვრებას, უმეტეს შემთხვევებში, ანგრევს არა შემთხვევითობები, ვარსკვლავები ან პლანეტები, არამედ ჩვენი მავნე ჩვევები. თქვენთვის დადგა დრო, რომ ეს მავნე ჩვევები გააანალიზოთ, დაიწყოთ გაწმენდა ყველაფრისგან, რაც წინსვლაში გიშლით ხელს. მაისში საჭირო იქნება სადავეების ხელში აღება და არავითარ შემთხვევაში – ყველაფრის თავის ნებაზე მიშვება. ყველა საქმე უნდა დაგეგმოთ.


სწორად რომ დაგეგმოთ, ამისთვის პრიორიტეტები უნდა განსაზღვროთ წინასწარ. უნდა შეარჩიოთ ცხოვრების გზა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. სჯობს, თვის პირველ დღეებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, ასევე, არ შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები, გადადოთ მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები. მაისი, მთლიანობაში, თქვენთვის სიყვარულში დიდი და სასიამოვნო სიურპრიზების თვე იქნება.


ტყუპი


მარტოხელა ტყუპებს თვის დასაწყისში მონათესავე სულთან შეხვედრა გელოდებათ. მაისის მეორე ნახევარი კი უფრო ხელსაყრელი იქნება დაოჯახებული ტყუპებისთვის და მათთვის, ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი. თავისუფლად შეგიძლიათ ესაუბროთ პარტნიორს თქვენი სურვილების შესახებ. მარტოხელებიც ასევე მეტად გულღია და პატიოსანი უნდა იყოთ.


ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ მაისში გააქტიურდებიან მანიპულატორები, ტოქსიკური ადამიანები. ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ. მათთან გამკლავებაში ცხოვრების კანონები დაგეხმარებათ. ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს, რომ პრობლემები არ გაჩნდეს.


კირჩხიბი


კირჩხიბები არ უნდა შეუშინდეთ საყვარელ ადამიანთან ან საუკეთესო მეგობართან თქვენს საიდუმლოზე საუბარს. თქვენს ყველა წუხილსა და ჩივილს ისინი სწორად გაიგებენ. თვის პირველი ნახევარი შესანიშნავად მიესადაგება გუნდურ მუშაობას, ურთიერთობებს, ახალ ნაცნობობას. 20 მაისიდან კი მხოლოდ საუთარი თავის იმედი იქონიეთ.


მაისი შესანიშნავი თვეა დასვენებისთვის, ოჯახთან და ნათესავებთან დროის გატარებისთვის. წაგადგებათ სულიერი ძიებები. ოღონდ იფრთხილეთ, რომ ეს საკუთარ თავში ძალიან ჩაღრმავების მცდელობაში არ გადაიზარდოს.


ლომი


ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი ცხოვრებისეული პრინციპები აქვს. ლომებმა მაისში თქვენი პრინციპების შესახებ უნდა გაიხსენოთ. შესაძლოა, ცოტა ჩამოშორდით თქვენს საყვარელ ცხოვრებისეულ ფორმულას. ამ თვეში საჭიროა, რომ ეს დაიბრუნოთ, ან, ახალი წესები დაადგინოოთ. ვარსკვლავები და პლანეტები ქაოსსა და გაურკვევლობას ვერ შეგუებიან.


არ არის გამორიცხული, რომ მაისში მოგიწიოთ ურთიერთობები, მნიშვნელოვან თემებზე შეთანხმებები, საქმეებში საკუთარ თავზე ინიციატივის აღება. ეს გარშემომყოფების თვალში თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. ასევე კარგი იქნება, თუ შეიცვლით იმიჯს, განაახლებთ გარდერობს.


ქალწული


მაისში უსაქმურობა და აპათიაში ყოფნა არას გარგებთ. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა სუფთა ჰაერზე სეირნობა, აქტიურობა, თუნდაც რამე ფიზიკური ვარჯიშების გაკეთება. აქტიური დასვენება და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობები მელანქოლიისა და აპათიისგან გიხსნით.


ასევე მნიშვნელოვანია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. ატროლოგები არ გამორიცხავენ, რომ თვის ბოლოს, შესაძლოა, თავი შეგახსენოთ არასასიამოვნო პიროვნებამ წარსულიდან. ასევე სიფრთხილე გმართებთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.


წაიკითხეთ სრულად