რა უნდა გააკეთოთ სანამ 40-ის გახდებით ?

  • fortuna.ge
  • 23 ოქტომბერი 12:09

დრო ყველაფერს თავის ადგილს უჩენს.

ადამიანები თანდათან ხვდებიან, რომ ასაკის მატების შიში უსაფუძვლოა და მასთან დაკავშირებული სტერეოტიპები მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებას ანგრევს.


ამ თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდა მწერალმა, ნიაშა ჯუნიორმა საინტერესო ონლაინ გამოკითხვა მოაწყო. მან 40 წლის  ქალები გამოკითხა.


 


რა რჩევებს მისცემდით საკუთარ თავს 20 წლის ასაკში? პასუხები ასეთია:
 


ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ლაგდება, როგორც ეს წარმოგიდგენიათ 20 წლის ასაკში. ცხოვრება სავსეა საინტერესო მოულოდნელობებით. შეიძინეთ მეგობრები, გაეცალეთ ნეგატიურ ადამიანებს. გააფართოვეთ სამეგობრო წრე და გაუფრთხილდით მათ. 40 წლის შემდეგ თქვენ ისინი ძალიან დაგჭირდებათ.


აუცილებლად უნდა გქონდეთ ჰობი – აკეთეთ ის რაც თქვენ სულშია. ერთხელ მაინც, გარკვეული დროით იცხოვრეთ მარტო. დაუთმეთ ცოტა დრო მხოლოდ საკუთარ თავს. დაკავდით სპორტით და ცხოვრების ჯანსაღი წესით.


გახსოვდეთ, რაც დრო გადის ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. 40 წლის ასაკში და მერე, ყველაზე პროდუქტიული და შემოქმედებითი პერიოდია.


 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge