ასტროლოგი გირჩევთ - 23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • sputnik-georgia.com
  • 23 ოქტომბერი 10:11

ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

 

ვერძი


ბევრი საქმე გექნებათ. სირთულეები არ შეგაშინებთ. თუნდაც ვითარება არასახარბიელოდ აეწყოს, წარმატებებს მაინც მიაღწევთ. არ არის გამორიცხული, რომ ძველ მეტოქეზე გაიმარჯვოთ. ძალიან წაგადგებათ პირადი მომხიბვლელობა. ამის წყალობით ნებისმიერი შეხვედრა ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ჩაივლის. მოსალოდნელია რომანტიკული გატაცება, ნაცნობობა, რომელიც, შესაძლოა, სერიოზული ურთიერთობებით დასრულდეს. ინტუიცია დღეს არ გღალატობთ.


 


ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი


ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი


ემოციური მაჩვენებლები: დაბალი


კურო


დღის პირველ ნახევარში აჯობებს, თუ შემოქმედებით ამოცანებს გადაწყვეტთ. მათ შესანიშნავად გაუმკლავდებით. მიზანსწრაფულობისა და თავდაჯერებულობის წყალობით თავს მძლეთამძლედ იგრძნობთ. მაგრამ ენერგიას სწრაფად კარგავთ და დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, ძალაგამოფიტული გახდეთ. ამ დროისთვის არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. დაისვენეთ, სახლში გაატარეთ დრო, ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური პროცედურები.


ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული


ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი


ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული


ტყუპი


არ იჩქაროთ. დღის დასაწყისი, შესაძლოა, დაძაბული იყოს. ყოველთვის ვერ ერკვევით, რომელი საქმეა უფრო მნიშვნელოვანი და რომელი - არა. შესაძლებელია კონფლიქტები, კამათი. საჭიროდ არ მიგაჩნიათ ემოციების შეკავება, რაც ხელს არ უწყობს გარშემომყოფებთან ჰარმონიულ ურთიერთობებს. ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები სანანებელი გაგიხდებათ. დღის მეორე ნახევარი უფრო სასიამოვნო და მსუბუქი იქნება.


ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი


ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი


ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული


კირჩხიბი


მრავალფეროვანი დღეა. ბევრ სიკეთეს გააკეთებთ. თქვენი საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩება და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენს მხარდაჭერას მოინდომებენ. მოსალოდნელია შეხვედრები, რომლებიც ხანგრძლივ მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას დაუდებს სათავეს. კარგად ჩაივლის საქმიანი მგზავრობა. გზაში შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა, არ არის გამორიცხული რომანტიკული გატაცება.


ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი


ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი


ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული


 


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com