23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 22 ოქტომბერი 23:46

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი


ემოციური განახლების დღეა. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში სიფრთხილისა და წინდახედულების გამოჩენა გმართებთ. ინტუიცია გიკარნახებთ ვინა მტერი და ვინ მეგობარი. სასიამოვნოსა და სავალდებულოს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ეცადეთ დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ერთად გაატაროთ.


კურო


ერიდეთ სარისკო მოქმედებებს, საეჭვო ნაცნობებს და ყველაფერს, რაც ჯანმრთელობას დაგიზიანებთ. მოსალოდნელია გაუგებრობები და პროვოკაციები როგორც სახლში, ისე სამსახურში.


ტყუპები


წინააღმდეგობრივი დღეა. გაითვალისწინეთ, რომ დიდი ფულის ადვილად შოვნის სურვილმა შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. ნუ ენდობით პარტნიორებს და ნუ დაუჯერებთ კოლეგების რჩევებს. მხოლოდ საკუთარ გონიერებას და ინტუიციას ენდეთ. საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.


კირჩხიბი


დაძაბული დღე გელით. გახსოვდეთ, ცხოვრება ომია და თუ გამარჯვება გსურთ, მხოლოდ წინ უნდა იაროთ. ფინანსური ოპერაცია, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდით, წარუმატებელი აღმოჩნდება.


ლომი


თქვენი ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. საინტერესო მოგზაურობა ან მოულოდნელი ნაცნობობა გელით, რომელიც უამრავ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ და დიდხანს დაგამახსოვრდებათ.


ქალწული


საშიში და დაძაბული დღეა. გამორიცხული არაა, რომ კოლეგებთან ან უფროსთან იკამათოთ. სასურველსა და სავალდებულოს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. პლანეტები გირჩევენ, რომ დაბრკოლებებს ყურადღება არ მიაქციოთ. ერიდეთ სიბნელეს და ხალხის თავშეყრის ადგილებს. დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ერთად გაატარეთ. ბავშვებთან ურთიერთობა ენერგიით აგავსებთ.


სასწორი


ეს დღე თქვენი ხასიათის სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. გამარჯვებულებს ფინანსურ ოპერაციებში წარმატება და კარიერული წინსვლა ელით. პირად ცხოვრებაში ეცადეთ დიდსულოვნება გამოიჩინოთ და წყენა დაივიწყოთ.


მორიელი


ამ დღეს თქვენი შრომისმოყვარეობა უამრავ ადამიანს გააოცებს. მუშაობის საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩებით. თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება, რაც ყველა წინააღმდეგობის დაძლევაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები - ერიდეთ ინფექციურ დაავადებებს.


მშვილდოსანი


წინააღმდეგობრივი დღეა. შესაძლოა, წვეულებაზე მიგიწვიონ, სადაც თქვენს საუკეთესო თვისებებს გამოავლენთ. სიფრთხილით მოეკიდეთ მაცდურ, საქმიან წინადადებებს და იოლი ფულის შოვნის პერსპექტივას.


თხის რქა


გამორიცხული არა უფროსთან ან კოლეგებთან კონფლიქტი. სიტუაციას მხოლოდ საკუთარი გონიერებისა და წინდახედულების წყალობით გამოასწორებთ. ერიდეთ სიბნელეს და ხალხის თავშეურის ადგილებს.


მერწყული


ხელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისთვის. კომერციულ ოპერაციებში წარმატება გელით. მათ შორის, სარისკოშიც. დღის მეორე ნახევარში მომხდარი გაუგებრობა თქვენგან ორგანიზატორულ ნიჭს და თანმიმდევრულობას მოითხოვს. ბავშვებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით.


თევზები


დიდი ცვლილებების დღეა. შესაძლოა, უფროსთან და პარტნიორებთან ჩამოყალიბებულ ურთიერთობებში სერიოზული კორექტივები შეიტანოთ. ნებისმიერ საქმეში თქვენი დამხმარე დიპპლომატიურობა იქნება. თუ ერთობლივი საქმიანობა თქვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება, ჯობს ურთიერთიბა გაწყვით, თორემ შეიძლება გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge