"შენ, ბიჭო, შ*გ ხომ არ გაქვს?" - ერთ-ერთი ჩვეულებრივი დაპირისპირება პარლამენტში

  • primetime.ge
  • 22 ოქტომბერი 23:03

ხმაური იყო პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. 

დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის წევრ ირაკლი ბერაიას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრი ოხანაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, მან კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.


ამის გამო სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. 


პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ. 


მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლეა.


სრული ვერსიის ნახვა primetime.ge