ტერაქტი ოსლოში – არიან დაჭრილები

  • 22 ოქტომბერი 16:42

შეიარაღებულმა კაცმა ოსლოში სასწრაფო დახმარების ავტომობილი გაიტაცა და ხალხში შევარდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

"სასწრაფო დახმარების მანქანაზე, რომელიც შეიარაღებულმა კაცმა გაიტაცა, კონტროლი დავამყარეთ. დამნაშავის შეჩერების მიზნით ჩვენ ცეცხლი გავხსენით", – წერენ სამართალდამცავები ტვიტერზე.

სპეცოპერაციაში ვერტმფრენიც გამოიყენეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ დამნაშავემ სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა.

ინციდენტის შედეგად დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ადგოლობრივი მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი სასწრაფო დახმარების ავტომობილით საბავშვო ეტლსაც შეეჯახა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.