"ამ ბატონებმა გააჩერეს - ძალიან მშვიდად ჯიბიდან ამოვიღე კონსტიტუციის 42-ე მუხლი და არ მოვუფსი"

  • 22 ოქტომბერი 16:02

ანტისაოკუპაციო მძრაობისერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშივლილი, პატრულის თანამშრომლებთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და სამართალდამცველებთან ურთიერთობის ფორმას დეტალურად ასაჯაროებს.

"გათენიისას ამ ბატონებმა გააჩერეს ჩემი მეგობრის ავტომობილი, სადაც მეც ვიჯექი. ჯერ ალკოტესტი მოიტანეს და ვერაფერი იპოვეს, მერე ნარკოტესტი მოაგორეს და ერთი საათი ატრიალეს ხელში, იქნებ რამე გამოჩნდესო... იქაც რომ ვერაფერი იპოვეს გადმოვიდნენ ჩემზე, გონივრული ეჭვი გვაქვს ნარკოტიკი გაქვს მიღებულიო და ნარკოლოგიურში უნდა წამოხვიდეთო.


უარის თქმა წინააღმდეგობის გაწევაა და გავყევი ნებით, თუმცა ადგილზე მისულს ნარკოლოგიურის ძალიან კეთილგანწყობილი თანამშრომლები დამხვდნენ. მელაპარაკნენ.


მერე ძალიან მშვიდად ჯიბიდან ამოვიღე კონსტიტუციის 42-ე მუხლი და არ მოვუფსი დ აიბნა პატრული, დაიწყეს "შეფი-სთან" რეკვა დილის 5 ზე. ისიც დაიბნა.


ბოლოს მიხვდნენ შარში ეხვეოდნენ და ფოტო გადავიღოთო.


ამ ყველაფერს, რამდენიმე საათით წინ უძღოდა 2 ნიღბიანი ტიპი მუქი ფერის ჯიპით, რომლებიც ჩვენს მანქანას მოვარდნენ ჩართული კამერით, გამოაღეს კარი, სახეები გადაიღეს დამალევე გაიქცნენ
შეშინებაც არ იციან ამ ფარჩაკებმა!"