კაცი ცოლის საყვარლისგან კომპენსაციის სახით 750 000 დოლარს მიიღებს

  • ipress.ge
  • 21 ოქტომბერი 23:39

ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მცხოვრებ კევინ ჰოვარდს ცოლმა განქორწინების შესახებ თანხმობა სთხოვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ კევინი ძალიან ბევრს მუშაობდა და სახლში მცირე დროს ატარებდა.

კევინს მისი ნათქვამი არადამაჯერებლად მოეჩვენა. მან კერძო დეტექტივი დაიქირავა და სთხოვა მას, დაედგინა ცოლის მიერ განქორწინების სურვილის ნამდვილი მიზეზი.


კევინ ჰოვარდის ეჭვი იმის შესახებ, რომ ცოლს საყვარელი ჰყავდა, გამართლდა და მან ცოლის საყვარლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ჰოვარდის თქმით, მისთვის ქორწინების შეწყვეტა გაუსაძლისი იყო და ისე გრძნობდა თავს, როგორც ადამიანი, რომელსაც დაურეკეს და ოჯახის წევრის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ აცნობეს.


კევინ ჰოვარდის და მისი ადვოკატის მცდელობამ შედეგი გამოიღო და მოსამართლემ ცოლის საყვარელს კევინის სიყვარულისგან განრიდების გამო მისთვის 750 000 დოლარი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.


 


 

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge